გურიის მოამბე

ოზურგეთის ბაზარი

ოზურგეთის ბაზარი
.
ოზურგეთი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშვიდია, მაინც მჭიდროდ არის დასახლებული. მისი ბაზარი ერთ ვერსტზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული. ბუნებრივია, რომ სწორედ ამ ადგილზეა კონცენტრირებული ადგილობრივთა საქმიანობა.
.
ბაზრის ქუჩაზე ხის დუქნებია მოწყობილი, უფროსწორად რომ ვთქვათ ეს ქუჩა კი არა ბილიკი გახლავთ, რომლის ორივე მხარესაც ნაკადულები მიედინება. მაღაზიების გასწვრივ მიწიდან რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე აწეული ფიცრის ტროტუარებია და თითოეული დახლის შესასვლელის წინ ფიცრები ხიდის მსგავსად არის გადებული ნაკადულზე. ფიცრის ტროტუარებზე ფეხით მოსიარულეთა ქვემოთ წყალში იხვები ბანაობენ. ზოგადად, ქალაქის ქუჩები მრავალი შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ადგილს წარმოადგენს, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ გართობა.
.
ბაზრის ერთ-ერთი ჩიხი საკვების გამყიდველებს ეთმობა; მეორე კი იმ ვაჭრებს უჭირავთ, რომლებიც თავიანთ ქსოვილებსა და სხვა ნივთებს ყიდიან. ეს ვაჭრები ძირითადად სომხები, მეგრელები ან თურქები არიან; რუსები ცოტანი არიან.
.
მკერავებს, ფეხსაცმლის ხელოსნებს, იარაღის მჭედლებსა და სპილენძის მოხელეებსაც აქვთ საკუთარი ადგილი და თითოეული თავის დახლში მუშაობს, პირდაპირ ხალხის თვალწინ. ამ ხელოსნების მიერ გამოყენებული პრიმიტიული ხელსაწყოების დათვალიერებისას ძნელი დასაჯერებელია, თუ როგორ შეუძლიათ მათ ისეთი დახვეწილი და მხატვრული ღირებულების სამუშაოს შესრულება, როგორსაც მათი ნამუშევარი წარმოადგენს.
.
– ფრაგმენტი კარლა სერენას პუბლიკაციიდან; ფრანგული ჟუნალი – Le tour du monde. 1884, Semester 1; Par Madame Carla Serena – VOYAGE AU CAUCASE – La Gourie et les Regions de Gori, Borjom et Achalzick;,
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights