პარლამენტარები, პირად საუბრებში ახლობლებთან იმასაც კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიშალაო, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდს, 2 თვის წინ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ თავისიანებსაც დაიჭერდნენ.
თევზაძე ვარაუდობს, რომ ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება, რათა საზოგადოება ნიჰილიზმში ჩავარდეს.
”კობახიძის გუნდის წევრები, მისი პარლამენტარები, პირად საუბრებში ახლობლებთან იმასაც კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიშალაო, ამბობენ, რომ ივანიშვილი გადაცდა ჭკუიდან, ამ განცხადებებს აკეთებენ, იმიტომ რომ ყველას დაჭერა უწევს. ვერცერთი პარლამენტის წევრი, 2 თვის წინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერდნენ. ახლა რომ ყველა ერთ ხმაში გადაბარგდა, სხვანაირად ლაპარაკობენ. ზუსტად ვიცი, რომ ივანშვილმა ისიც იცის, რას საუბრობენ მასზე, მისი ე.წ. მონები. ყველაფერი კარგად იცის, აქედან გამომდინარე, ეს პროცესი როგორც არ უნდა გაგრძელდეს, უნდა ვიყოთ მტკიცე, რადგან გაძლიერდება ზეწოლა და ყველაფერს ეცდებიან, რომ საზოგადოება ჩააგდონ ნიჰილიზმში, – განაცხადა თენგო თევზაძემ.