“ტრაგედია ისაა-მე რომ სოფლის მასწავლებელი ვარ და ეს ქვეყნის პრემიერი”
სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე, “ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება:
“ტრაგიკომედია ისაა-მე რომ სოფლის მასწავლებელი ვარ და ეს ქვეყნის პრემიერი.
ევროკავშირის ელჩს შევხვდით სამოქალაქო სექტორი, “შაითნებს” და “ჰესბოლას” კი არა.
ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია: უკანონობა, დევნა, კორუფცია, სიღარიბე, უმუშევრობა და პრემიერი სამოქალაქო საზოგადოების წევრებ
ს დასდევს.

P.S. რაის გადატრიალება? საწოლში ძლივს ვტრიალდები ქალი გურული რევმატიზმის გადამკიდე”
წერს ირმა გორდელაძე. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის, გუშინ, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ირმა გორდელაძესთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა:
“ეს არის ტრაგედია, როცა ევროკავშირის ელჩი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს ხვდება”
თქვა “ოცნების” პრემიერმა, ჰერჩინსკისა და გორდელაძის შეხვედრის ამსახველი ფოტოს კომენტირებისას.