“არ გამოვრიცხავ, რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უკვე დიდი ხანია არის პოლიტიკური დევნის და რეპრესიების სამიზნე.
”რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ [რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში], ვერ გამოვრიცხავ და დიდი ხანია არ გამოვრიცხავ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის პოლიტიკური დევნის და რეპრესიების სამიზნე, უკვე ძალიან დიდი ხანია. ჩვენი ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლე ორჯერ დააკავეს, შემდეგ გაიტაცეს და მემუქრებოდნენ ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილის უსაფრთხოებით. ჩემთვის, როგორც დედისთვის, როგორც ქალისთვის ეს გაცილებით უფრო მძიმე განსაცდელი და გამოწვევა იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მათ შორის ციხე, პატიმრობა.
რა თქმა უნდა, ამისთვის ფსიქოლოგიურად თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს მზად იმიტომ, რომ რეჟიმი ისეთი აგონიური მოქმედებების ფაზაშია, რომ ნამდვილად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.