ენმ-ის დაკავებული ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე პოლიტიკურია და მას სამართლებრივი არაფერი გააჩნია.
როგორც ტყეშელაძემ განაცხადა, “მდინარაძე და სუს-ი ლევან ხაბეიშვილის სიტყვასთან დამარცხდნენ“.
“მათ შეეშინდათ ხაბეიშვილის სიტყვის, მოძრაობის, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს სისტემას და პროპაგანდას“, – თქვა ტყეშელაძემ.
ეს არ არის სამართლებრივი ქეისი, ეს არის პოლიტიკური ქეისი და ბატონი მდინარაძე და სუს-ი ლევან ხაბეიშვილის სიტყვასთან დამარცხდნენ. რატომ დამარცხდნენ გეტყვით – წარმოიდგინეთ, ჩაივლიდა ხო 4 ოქტომბერი, ხაბეიშვილმა თავისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ტყავი შემოაგდო ამ ბრძოლაში, ჩაივლიდა ეს დღე, გამოვიდოდნენ ვიღაც-ვიღაცები, ოპოზიციიდანაც და დაიწყებენ ქილიკს ამ ყველაფერზე, ეს მათ შეეძლოთ, მაგრამ გათვალეს და შეეშინდათ ხაბეიშვილის სიტყვის, მოძრაობის, რომელიც ყოველდღიურად ანგრევს სისტემას და პროპაგანდას. მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა იყო ბასრი იარაღი, რომელმაც თავისუფალი ადამიანების გულში გააჩინა რწმენა გამარჯვების, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.