უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით, თეთრ სახლში მივიდა.
მედიის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურები, ორივე მხარის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოლაპარაკებებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართავენ. მხარეები განიხილავენ უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას, ასევე აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.