გურიის მოამბე

“მხოლოდ ხალხია დაუმარცხებელი, ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ისტორიულ გზას არ ღალატობენ“- ნუგზარ წიკლაური

მხოლოდ ხალხია დაუმარცხებელი, საქართველოს პატრიოტები არიან ის ძალა, რომელთა დამარცხება შეუძლებელია, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნუგრაზ წიკლაურმა  განაცხადა.

მისი თქმით, “ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ისტორიულ გზას არ ღალატობენ, რომელიც ყოველთვის იყო ევროპა, თავისუფლება, ქრისტიანული ღირებულებები“.

მხოლოდ ხალხია დაუმარცხებელი, საქართველოს პატრიოტები არიან ის ძალა, რომელთა დამარცხება შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით ხალხის მოსვლა, ნათქვამია, რომ როცა ქვეყანაში მორალური და პოლიტიკური კრიზისია, ნეიტრალებისთვის ყველაზე უფრო ბნელი ადგილები ჯოჯოხეთში. არ შეიძლება სახლში დარჩენა, ყველანი უნდა გამოვიდეთ ისე, როგორც ყოველ დღე გამოვდივართ და ვთქვათ, რომ საქართველოს ისტორიულ გზას არ ღალატობენ, რომელიც ყოველთვის იყო ევროპა, თავისუფლება, ქრისტიანული ღირებულებები და ვერავინ, ვერც კობახიძე, ვერც ივანიშვილი ვერ აიძულებენ საქართველოს აზიური დესპოტიების და ირანისკენ აიღოს გეზი, მაშინ როცა საქართველოს მთელ ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გზა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბევრი ხალხი გამოვიდეს, – განაცხადა წიკლაურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights