მიხეილ სააკაშვილმა მე ბოდიში მომიხადა, ახლა მე მინდა ბოდიში მოვუხადო, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა
მისი თქმით, შურისძიებით ტვინგადაბრუნებულ ადამიანებს ერთი სული აქვთ მიხეილ სააკაშვილს რაღაც მოუწყონ.
„მე ამ ტელევიზიაში ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტი. ეს არ არის სწორი. მე მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე აგენტურასთან დაკავშირებით ბოდიში მომიხადა ღიად და საჯაროდ. ძალიან გამიხარდა სხვათა შორის, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ყოველთვის არის პრეზიდენტი, ბოდიში მომიხადა გერმანიაში. მე ვუხდი ახლა ბოდიშს – აქვს დამთავრებული, თან წარმატებით და ტყუილად არ ჰკიდია მისი პორტრეტი კოლუმბიის უნივერსიტეტში. კოლუმბიის უნივერსიტეტში და მთელ მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილს პატივს სცემენ, ერთადერთი ადგილი, სადაც მას პატივს არ სცემენ, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, ამ ადამიანებს, შურისძიებით სურვილით ტვინგადაბრუნებულებს ერთი სული აქვთ, რაღაც მოუწყონ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.