შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ( ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც თეთრ სიაში მყოფი კომპანია New Road_ი ასრულებს, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 19,6 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას და ასფალტბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზაზე მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს. _ “პროექტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულება 18 811 888.00 ლარს შეადგენს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით სრულდება და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება”, _ აცხადებენ მშენებელ კომპანიაში.