“ოცნებამ” გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება, – ასე ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.
„ჩვენ შეხვედრები გვექნება მესამე სექტორთან, სახალხო დამცველთან და ა.შ. შეხვედრები შედგება დღეს და მომავალ დღეებშიც, ეს იქნება საჯარო და ღია. ოპოზიცია რაიმეს დამალვას არ აპირებს. მთავარი თემა იქნება როგორ გამოვიდეთ ღრმა ჩიხიდან, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ”. „ოცნებამ” გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება. ამ უფსკრულში ჩვენ 90-იანებში ვიყავით და ამან ჩემი თაობა გაანადგურა. ახლა ამოცანაა, რომ მომავალი თაობა არ გაანადგუროს სამოქალაქო დაპირისპირებამ. ჩვენი ყველას ამოცანა უცხოელ პარტნიორებთან ერთად არის როგორ ამოვიდეთ ამ უფსკრულიდან და დავუბრუნდეთ ნორმალურ პროცესებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.