გურიის მოამბე

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ტყუილს, ცრუპენტელობას -კობახიძე

,,ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც მცირე ქვეყანა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებთან, წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს.

ჩვენ ჩვეულებრივად ჩავნიშნეთ შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი, ველოდებით შეხვედრას და გვექნებოდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, კითხვები თუ ექნებოდათ, გაეცემოდა პასუხი, თუმცა, გუშინდელ საღამოს შეიცვალა ყველაფერი, ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, სადაც ქუჩა იყო გადაკეტილი… 50 ადამიანი იყო აქციაზე, კანონის საწინააღმდეგოდ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა ამ შეკრებაზე მისვლა… , მშვიდობიანი იყო, თუმცა იყო კანონსაწინააღმდეგო და ეს კარგად იცოდა მან.

მან ერთი ტყუილიც თქვა უკვე აქციაზე და ამას დაამატა მეორე ტყუილი დილით. ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა, ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც იცოდა, რომ პიკზე იყო აქცია და არაფერუ შემატებია მას შემდეგ, მაგრამ ეს არის მართლა შემაშფოთებელი, კატასტროფა, როდესაც ევროპელი ლიდერები… ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის წევრი ერთერთი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას, უფრო ზუსტი შესატყვისი რომ გამოვიყენოთ.

[კი, ასევე იცრუა გადატვირთულ გრაფიკზე], ზუსტად იგივეა ერთიც და მეორედ. რეალურად თუ გაუქმებაში იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა, კი, რა თქმა უნდა, საფუძველი ამით შექმნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმებაზე.

ჩვენ არავითარი კომუნიკაცია არ გვქონია, მათ [ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს] არ ჰქონიათ უფრო სწორად არავითარი კომუნიკაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმებაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

50 ე.წ აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ამ შეკრებაზე. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე.

ამბობს  ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

15 ოქტომბერს ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა ირაკლი კობახიძემ გააუქმა. ამის შემდეგ, ფინურმა გამოცემა Helsingin Sanomat-მა დაწერა, რომ მათთან სატელეფონო საუბარში ეუთო-ს (OSCE) მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა. ვალტონენის თქმით, გადაწყვეტილება ფინურმა მხარემ განრიგის ცვილების გამო მიიღო და ქართულ მხარეს გუშინ ღამით შეატყობინა. “შეხვედრის გაუქმება აზერბაიჯანში დროზე ჩასვლის გამო მომიწია” – თქვა მინისტრმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights