გურიის მოამბე

მამა დოროთე ყურაშვილი: ჩემი წინააღმდეგობის ფორმა არის არ დათმობა

“ჩემი წინააღმდეგობის ფორმა არის არ დათმობა… პროტესტი ბოროტების წინააღმდეგ” – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ თუ უნდათ საქართველო შეინარჩუნონ, არ უნდა შეეშინდეთ და ყოველდღე რუსთაველის გამზირზე უნდა იდგნენ.

ჩემი წინააღმდეგობის ფორმა არის არ დათმობა, ქრისტიანობა ეს არის, ქრისტიანობა არის, რომ ბოროტებას, ბოროტ იმპერიას და ბოროტ მთავრობას, უკანონო მთავრობას არ დავუთმოთ. მე ყოველთვის ამას ვიძახი, რომ პროტესტი, პროტესტი, პროტესტი ბოროტების წინააღმდეგ. ეს მთავრობა ისეთ საშინელებას ჩადის, რომ უკანონობას, კანონიერს ხდის, ანუ სამართლიანს ხდის უსამართლობას და როგორ შეიძლება ამის დათმობა, როგორ შეიძლება ამაზე გაჩუმება, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, რო თუ გვინდა საქართველო შევინარჩუნოთ, დღეს არ უნდა შეგვეშინდეს, დღეს არ უნდა დავთმოთ და ყველანი უნდა გამოვიდეთ აქ, ამ რუსთაველზე, 8-დან 11-მდე, ყველა აქ უნდა იყოს იმიტომ, რომ თვითონ აცხადებენ, რომ ხალხი ცოტაა, ამიტომ გზას ნუ გადაკეტავთ, თუ გადაკეტავთ დაგიჭერთ. ვისაც საქართველოს შენარჩუნება უნდა, ვისაც ამ ბოროტების მოშორება უნდა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი სამსახური უნდა იყოს 8-დან 11-მდე რუსთაველზე დგომა ბოლომდე,” – განაცხადა მამა დოროთემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights