,,უფრო მეტს მოველოდი, მეტ სასჯელს… მეგონა, მღვდლობიდანაც გამიშვებდნენ, თუმცა ეს ორი სასჯელი იქნება და ერთბაშად და ეს რჯულის კანონით აკრძალულია, თუმცა მათ რჯულის კანონიც არ აინტერესებთ, საერთოდ კანონები არ აინტერესებთ ერთი-ერთში ჰგვანან ოცნებას. ხალხის გვერდით ვარ, ვისაც ჩემი ხელით უნდათ ზიარება, მობრძანდნენ ელიას ტაძარში” | ამბობს არქიმანდრიტი დოროთე TV პირველთან საუბრისას მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება და დაწერა: “არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად” დღეს საქართველოს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საკითხზე იმსჯელეს. სხდომას თავად არქიმანდრიტი არ დაესწრო, რადგან საპატრიარქომ მას შეკრებაზე მედიის შეყვანის უფლება არ მისცა.








