გურიის მოამბე

კახა ასკურავა-ჩვენ არსად არ მივდივართ,ვრჩებით აქ – ბრძოლაში!!!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, კახა ასკურავა, დღეს, “ქართული ოცნების” საკრებულოების ფუნქციონირების დაწყების პირველ დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად:
“დღეს პირველად, 30 ოქტომბერს,ბოლო 13 წლის განმავლობაში, ისე შეიკრიბება საკრებულოები სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება წარმოდგენილი.
ეს ჩვენი მკვეთრი პოლიტიკური არჩევანი იყო!
ენმ-ს მისი 23 წლიანი არსებობის განმავლობაში, არცერთი გადამწყვეტი ნაბიჯი პოლიტიკაში არ გადაუდგამს, მისი მერკანტილური და მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.ენმ-ი ყოველთვის მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის გათვალისწინებით.ჩემი კოლეგები და თანამოაზრეები, წლების განმავლობაში რეჟიმის მხრიდან უამრავჯერ გახდნენ უპრენცედენტო დევნისა და შევიწროების ობიექტები.მაგრამ არასდროს უთანამშრომლიათ რეჟიმთან,მეტიც ისინი ყოველთვის წინა ხაზეე იყვნენ ბრძოლაში და ამის საუკეთესო მაგალითია,რომ დღეს ამ პარტიის დამფუძვნებელი მ.სააკაშვილი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე,ივანიშვილის რეჟიმმა არჩევნები ამ ქვეყანაში საბოლოოდ გააუქმა და გვითხრა – არ მაინტერესებს რას გადაწყვეტს ამომრჩევლები,შედეგები იქნება ისეთი, როგორიც მაწყობს მე.სწორედ ამ პოლიტიკური წნეხისა და ავტორიტარული კანონმდებლობის ქვეშ ჩაატარა ე.წ თვითმმართველობის არჩევნებიც და სინამდვილეში რუსული სპეცოპერაცია რომელსაც არჩევნები დაარქვაა სახელად.ამიტომ,დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის საკრებულოები იკრიბება და ეს 4 ოქტომბრის დაფიქსირებულ ციფრებშიც გამოიხატა ყველგან!
მიუხედავად ყველაფრისა,ენმ-ს რომ მიეღო მონაწილეობა ე.წ არჩევნებში, ყველაზე მეტ საკრებულოს წევრებს შეიყვანდა მაინც,მაგრამ საკუთარ ამომრჩევლებთან და ყველაზე მთავარი – საქართველოს საპროტესტო ელექტორატთან არ ვიქნებოდით მართლები.როცა გარეთ ყველ დღე პირბადეების ტარების გამო იჭერენ ხალხს და შენ ამ დროს სხდომათა დარბაზში ზიხარ თბილად და თვის ბოლოს ხელფასს ელოდები,მორალურად მიუღებელი იყო ჩვენთვის და ეს არის ასე!
მე ჩემი კოლეგების სახელით Giorgi Goguadze გივი ცინცაძე ირმა მგელაძე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩევლს, ვისაც წლების განმავლობაში წარმოვადგენდით საკრებულოში და მათი ნდობა ნამდვილად არ გაგვიცრუებია არასოდეს.სწორედ ჩვენი ხმა ისმოდა ყველაზე ხმამაღლა,ყველგან და ყოველთვის და ამის მთავარი მოტივატორი იყავით თქვენ!
ასევე იმ ამომრჩევლებს, ვინც არ მივიდა 4 ოქტომბერს ე.წ არჩვნებზე და ვინც მივიდა ზეწოლის გამო და ყველაზე მეტი ბათილი ბიულეტენი დააფიქსირა, რომელმაც საპატიო მეორე ადგილი დაიკავა დამდგარი შედეგების მიხედვით, არჩევნების ისტორიაში აქმდე პირველად.ანუ ბოიკოტი შედგა!
ჩვენ არსად არ მივდივართ,ვრჩებით აქ – ბრძოლაში!!!”
წერია განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights