გურიის მოამბე

ბრეჯნევს ვუსწრებთ-წინ სტალინია -დავით დარჩია ზედიზედ მეოთხედ-საკრებულოს თავმჯდომარეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის”ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარედ, “დეპუტატებმა”, კვლავ, დავით დარჩია “აირჩიეს”.

ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელისათვის, ეს, გამოცხადებული “ნდობა” ზედიზედ მეოთხეა და თუ მან, ამ ციკლის დასრულება შეძლო, ის საბჭოთა, “ლეგენდარული” მმართველის, , ლეონიდ ბრეჟნევის რეკორდის დამხობას შეძლებს, ეს უკანასკნელი დიდ საბჭოეთს 16 წელი, 1966 წლიდან, 1982 წლამდე, “მართავდა”.

წინ კი სტალინის რეკორდია, 31 წელი, საბოთა ბელადი, მის მიერ შექმნილ “კავშირს”, რუსეთის იმპერიას,  1922 წლიდან, 1953 წლამდე, მთელი 31 წელი მართავდა,

თუმცა აქ ერთი ნიუანსია, სტალინის რეკორდის დამხობა, რუსეთის მოქმედ დიქტატორს, პუტინსაც სწყურია, ის ხომ რუსეთს 1999 წლიდან, დღემდე, ანუ უკვე 26 წელია მართავს,

ღმერთმაც ისე ქნას, დავით დარჩიას პრუსიის მეფის, ფრიდრიხ მეორე დიდის, რეკორდიც დაემხოს-1740-1786, ანუ მთელი 46 წელი, მაგრამ- თქვენ წარმოიდგინეთ აქაც ერთი, მცირე ნიუანსია-პუტინი!

იქნება პუტინი, იქნება დარჩია! არ იქნება პუტინი და დასრულდება დარჩიაც!

ასე რომ – სიგელები კი ბატონო, მაგრამ რეკორდების პერსპექტივა, ამ ახალგაზრდა კაცისათვის, მაინც ბუნდოვნად მოსჩანს. რადგან მის წინ, ისევე როგორც მის უკან-არც მეტი, არც ნაკლები-ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინია.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights