ბათუმის ნავსადგურში დღეს დილით რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი გამოჩნდა.
ის საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.
ბათუმის პორტის ინფორმაციით, მშრალმტვირთმზიდმა ლამინირებული ხე-ტყე შემოიტანა. პორტში ადასტურებენ რომ ხომალდი “ლეონიდ პესტრიკოვი” რუსული დროშის ქვეშ ცურავს.