“უკრაინა უარს ამბობს რუსეთის შეთავაზებული ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე”

უკრაინა უარს ამბობს რუსეთის მიერ შემოთავაზებული ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვერეშჩუკმა გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ შეთავაზებული დერეფნები, რუსეთის ფედერაციისკენ მიდის – “შეხედეთ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დერეფნებს, ისინი ყველა მიდის რუსეთის ფედერაციისკენ” თქვა ირინა ვერეშჩუკმა.

რუსების გახსნილი დერეფანი კიევიდან ბელარუსში უშვებს ხალხს, ხარკოვიდან კი მხოლოდ რუსეთში – სმის შესახებ BBC-იც საუბრობს

რუსული RIA Novosti-ს მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ დერეფანი კიევიდან ბელარუსში ხალხის გასვლას გულისხმობს, ხარკოვიდან კი მხოლოდ რუსეთისკენ მიმავალი დერეფანია გახსნილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share