“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით მუშაობს. სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს და კომუნიკაცია აქვთ დარგის წარმომადგენლებთან.
სამინისტროს გამოცდილება აქვს, მათ შორის პანდემიის პირობებშიც, როდესაც ლოჯისტიკური ჩავარდნები იყო ამა თუ იმ პროდუქტზე. პროცესების სწორად მართვის გამოცდილება აქვთ და მაქსიმალური კომუნიკაცია კერძო სექტორთან მარაგების მონიტორინგის კუთხით. აქაც შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს დეფიციტი არ ემუქრება არც ერთი მიმართულებით“, – აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი.