გურიის მოამბე

Protest 24 – ვინ დააპატიმრა რეჟიმმა

1. ლევან მარგიანი – ფერმწერი, მინიატიურისტი. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. გამართული აქვს ოცამდე პერსონალური გამოფენა, მათ შორის, პარიზისა და ჰანოვერის საგამოფენო სივრცეებში
2. ბექა ქურხული – ქართველი მწერალი, „სამოთხიდან გაქცეულების“ ავტორი, სამხედრო რეპორტიორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
3. ზვიად რატიანი – პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი
4. არჩილ გიორგობიანი – კომპოზიტორი. ქმნის მუსიკას თეატრალური სპექტაკლებისთვის, ფილმებისთვის და სიმფონიური პროექტებისთვის. მისი ნაწარმოებები საერთაშორისო ფესტივალებზეა შესრულებული, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, სან-მარინოსა და სხვა ქვეყნებში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, როგორც საუკეთესო თეატრალურ კომპოზიტორს და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულს
5. მზია ამაღლობელი – ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, სახაროვის პრემიის ლაურეატი
6. ნინო დათაშვილი – ფილოლოგი, თეოლოგი, ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
7. ლევან ჯობავა – მორაგბე, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი
8. ლარა ნაჭყებია – თსუ-ის სამართლის მიმართულების კურსდამთავრებული, GIPA-ს საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, ლონდონის University College London (UCL)-ის სავაჭრო და კომერციული სამართლის მაგისტრი. არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი
9. შალვა კოღუაშვილი – ტაო-კლარჯეთისა და ისტორიული მესხეთის კულტურის ძეგლების მკვლევარი. არაერთი სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილე, მეღვინე, „ახმეტის ღვინის სახლის“ დამფუძნებელი
10. გიორგი თავართქილაძე – რეჟისორი, მოძრაობის „ქართული კინო საფრთხეშია“ წევრი
11. აკაკი ველითაური – მწერალი და პოეტი
12. ანდრო ჭიჭინაძე – თეატრისა და კინოს მსახიობი
13. გიორგი ხარაიშვილი *ინფორმაცია ზუსტდება
14. ირაკლი ვეშაგურიძე – ისტორიკოსი, მასწავლებელი, ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ მონაწილე
15. ზვიად კვარაცხელია – მწერალი, პუბლიცისტი, გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი
16. ლაშა სონგულია – ბუკინისტი
17. ვაჟა გაფრიდაშვილი – ექიმი-ტრავმატოლოგი, რომელიც 2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორის რაიონში დააკავეს „საზღვრის კვეთის“ ბრალდებით
18. გიორგი ახობაძე – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი [უდანაშაულოდ სცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს]
19. გიორგი ჩახუნაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი-რევმატოლოგი, საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიკოსი. [აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულია გირაო]
20. ირაკლი ქერაშვილი – ექიმი, სისხლის უანგარო დონორი
21. ნიკოლოზ შურღაია – ფინანსისტი, დამოუკიდებელი ბიზნეს-მრჩეველი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სადაგის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. იყო ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიანტი.
22. თორნიკე თოშხუა – შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი
23. გოგა თუშურაშვილი – IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი
24. ნიკა გვენცაძე – მარკეტერი, ლექტორი „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“
25. გიორგი ლიფონავა – რეჟისორი, “ფორმულას“ დამფუძნებელი
26. გიორგი ოკმელაშვილი – რეჟისორი, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი
27. ია დარახველიძე – კრეატიული დირექტორი და მუსიკოსი [აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულია გირაო]
28. დავით გოგიჩაიშვილი – დიზაინერი
29. დავით ხომერიკი – მუსიკოსი
30. მათე დევიძე – მუსიკოსი
31. ზურა ჭავჭანიძე – მხატვარი, აფხაზეთიდან დევნილი
32. ლევან ჯიქია – ხელოვანი, სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში
33. თამარ ლორთქიფანიძე – ხელოვანი
34. დავით ჟღენტი – მოქანდაკე, ხელოვანი
35. სოფიო როინიშვილი – “მწვანე სკოლის” მუსიკის მასწავლებელი
36. რამაზ მამულაძე – 13 წელი იყო ხობის რაიონის სოფელი შავღელეს სკოლის დირექტორი.
37. გიორგი მუმლაძე – კონსტიტუციონალისტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი
38. ანატოლი გიგაური – აგვისტოს ომის ვეტერანი, მებრძოლი
39. გიორგი ტალახაძე – 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი, ყოფილი პოლიციელი, გარემოს დამცველი
40. იური ლომიძე – ყოფილი ჯარისკაცი და პოლიციის კაპიტანი
41. ავთანდილ სურმანიძე – უკრაინის ომის ვეტერანი
42. ლაშა ბერიძე – პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი
43. ომარ ოკრიბელაშვილი – მსახურობდა ჯარში. აპირებდა სამხედრო სამსახურის გაგრძელებას, თუმცა დააპატიმრეს
44. გიორგი შანიძე – სარეკლამო სფეროს წარმომადგენელი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლაში უწევდა დახმარებას როგორც დრონის ოპერატორი [შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა]
45. გიორგი ბაჩიაშვილი – ფინანსისტი, ბიზნესმენი
46. გიორგი ჩიკვაიძე – ბიზნესმენი, ვეტერინარი
47. ირაკლი პაპიაშვილი – ბიზნესმენი
48. ლუკა გოგია – ეკონომისტი
49. ანუკა გამსახურდია – ფინანსისტი
50. საბა ჯაფარიძე – თეატრის მსახიობი
51. ლუკა აკობია – თეატრის მსახიობი და სტუდენტი
52. ონისე ცხადაძე – იუმორისტი
53. გურამ მირცხულავა – ისტორიკოსი
54. ნიკუშა კაცია – ჟურნალისტი [უდანაშაულოდ სცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს]
55. შალვა ჩუბინიძე – ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ დამფუძნებელი
56. ირაკლი ჩხვირკვია – ინტერნეტ პლატფრომა „ალფა-სიხშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. პლატფორმა აქტიურად ებრძვის რუსულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას საქართველოში.
57. ნინო სვანიძე – ჟურნალისტი. მისი ოჯახის წევრები საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლები იყვნენ
58. ლიკა ბასილაია – შავგულიძე – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
59. ცირა ჟვანია – „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტი
60. ირაკლი წულაია – ჟურნალისტი
61. ვახო სანაია – „ფორმულას“ წამყვანი ჟურნალისტი
62. ქეთა ციცქიშვილი – “ფორმულას” ჟურნალისტი, რომელიც გასულ წელს სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდა
63. ნიკა პატარაია – „დროებას“ ოპერატორი
64. მაიკო ბოკერია – ჟურნალისტი
65. ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი – ჟურნალისტი, 18.00 საათიანი “მოამბის” ყოფილი წამყვანი
66. პაატა ბურჭულაძე – ოპერის მომღერალი – მსოფლიო ბანი, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი
67. არჩილ გოგორიშვილი – ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
68. გიორგი ყიასაშვილი – ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, Purdue University Global
69. იმედა კლდიაშვილი – ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი. იყო „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი და ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი
70. ზურაბ მენთეშაშვილი – ინჟინერ-ტექნოლოგი
71. თემო სარალიძე – კომპიუტერული პროგრამების წერის სპეციალისტი
72. ნინო ლაღიძე – გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი
73. გიორგი მელითაური – ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
74. მარიამ მეყანწიშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი [აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებულია გირაო]
75. თამარ ჭუმბურიძე – სოციოლოგი
76. გუჯა მეკოკიშვილი – ვებ-დეველოპერი
77. გიორგი მულაძე – გეოფიზიკოსი
78. დავით ტაბაღუა – ინჟინერი
79. ბექა მელუა – რადიომონიტორინგის ინჟინერი
80. დავით ლომიძე – ინჟინერ-მშენებელი, ავეჯის მეწარმე
81. ალექსანდრე გოგოლაძე – ზოო ინჟინერი
82. კონსტანტინე კოკაია – კვების უსაფრთხოების სპეციალისტი
83. თორნიკე გოშაძე – მომსახურების სფერო
84. გურამ ხუტაშვილი – მომსახურების სფერო
85. ამირან დოლიშვილი – მომსახურების სფერო, აქვს საოჯახო მეურნეობა
86. ამირან შარაშიძე – მომსახურების სფერო
87. თემურ ზასოხაშვილი – ტექნიკური და დაცვის სამსახურის სფერო
88. ანრი კვარაცხელია – აფხაზეთიდან დევნილი, ლოჯისტიკის მიმართულება
89. გიორგი კირვალიძე – მოკრივე. უსასყიდლოდ ავარჯიშებდა ბავშვებს და აშენებდა დარბაზს
90. გიორგი მრევლიშვილი – კინორეჟისორი
91. დავით ღურწკაია – მუშაობდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელ ჯვარში“
92. ზურაბ ცეცხლაძე – ეროვნული მოძრაობის წევრი, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა
93. ზვიად ცეცხლაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი
94. გიორგი მინდაძე – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი
95. არჩილ მუსელიანცი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტი
96. ლუკა ჯაბუა – საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი
97. რეზო კიკნაძე – სტუდენტი
98. საბა ჯიქია – სტუდენტი
99. ირაკლი მიმინოშვილი – სტუდენტი
100. გიორგი გორგაძე – სტუდენტი
101. ნიკოლოზ ჯავახიშვილი – სტუდენტი
102. თემურ ქურციკიძე – ჯიპას საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
103. დავით მშვენიერაძე – ილიაუნის სტუდენტი, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი
104. ლუკა გოგია – სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი
105. ნეკა ნათელაშვილი – ილიაუნის სტუდენტი, მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმში, იყო “წიგნების თაროს” მონაწილე
106. დავით ჭკადუა (გაგრელი) – „წიგნების თაროს“ მეორე სტუდენტური სეზონის ჩემპიონი
107. ლიზი უბილავა – სტუდენტი
108. აჩი გოჩიტაშვილი – სტუდენტი
109. დავით ჭკადუა – სტუდენტი
110. მარია ტალიაშვილი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი
111. თორნიკე კაკალაძე – ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობის სტუდენტი
112. ლადო ჯახუა – ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტი
113. ისაკო დევიძე – სამართალმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული
114. ანასტასია ჯაფარიძე – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ESN Georgia-ს წევრი
115. თამუნა თევზაძე – ილიაუნის სტუდენტი, ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრი
116. ირინა ვარშანიძე – სტუდენტი
117. მეგი დიასამიძე – სოციოლოგიის სტუდენტი [აღკვეთის ღონისძიების სახე – გირაო]
118. ნინი ნაჭყებია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
119. რუსუდან (დანი) მაღრაძე – ილიაუნის სტუდენტი, იურიდიული ფაკულტეტი
120. ანა ლომიძე – ილიაუნის სტუდენტი, ანგლისტიკის ფაკულტეტი
121. თამარ თოთლაძე – ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი
122. დავით სტურუა – კარტოგრაფი, გეოგრაფიის სტუდენტი
123. მამუკა ჯორბენაძე – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი [ჯარიმა შეეფარდა]
124. გურამ მიქელაძე – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი [ჯარიმა შეეფარდა]
125. დავით გვიანიძე – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი [ჯარიმა შეეფარდა]
126. გიორგი დავითაძე – ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი [ჯარიმა შეეფარდა]
127. ანრი კაკაბაძე – პიანისტი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი [გათავისუფლდა სასჯელის მოხდის შემდეგ]
128. ნუკრი კაკულია – ისტორიკოსი, “წიგნების თაროელი”, მოძრაობა “ქართული რესპუბლიკის” წევრი
129. ილია ღლონტი – ჯგუფ „დაიტოვეს“ და ონლაინ მედია “ისაუბრეს” თანადამფუძნებელი, „ქართული რესპუბლიკის“ წევრი
130. თეონა ტალახაძე – ბრენდ ამბასადორი
131. ვალერი თეთრაშვილი – ბარმენი
132. დავით ასანიძე – ადვოკატი
133. გია ჯვარშეიშვილი – შშმ პირთა უფლებადამცველი
134. გიორგი რურუა – იურისტი
135. ლორენა ბერია – აფხაზეთიდან დევნილი. გზაზე ინსულტგადატანილი კაცის დასახმარებლად გადავიდა, რა დროსაც ტელეფონი წაართვეს და დააკავეს
136. ზაქრო ალბუთაშვილი – დაცვის სამსახურის თანამშრომელი
137. გიორგი ნეფარიძე – მაღაროელი
138. სერგეი კუხარჩუკი – შემდუღებელი
139. რუსლან სივაკოვი – შემდუღებელი
140. ავთანდილ თოფჩიშვილი – შემდუღებელი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
141. კობა ეპიტაშვილი – მღებავი
142. ინსაფ ალიევი – სატვირთო მანქანის მძღოლი
143. დათო ღურცკაია – მზარეული
144. გია თოლორაია – მზარეული, აფხაზეთიდან დევნილი
145. მიხეილ თოლორაია – გია თოლორაიას შვილი, აფხაზეთიდან დევნილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
146. ლია მუშკუდიანი – 64 წლის პენსიონერი
147. გიორგი ვაჩაძე – 76 წლის პენსიონერი
148. ჯანო არჩაია – ცეკვის ქორეოგრაფი, მუშაობდა დისტრიბუტორად და ტაქსის მძღოლად
149. გია ტერიშვილი – ტაქსის მძღოლი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მისი ძმა, მამუკა ტერიშვილი, 1992 წლის 2 თებერვალს თბილისის მიტინგზე სნაიპერის ტყვიით დაიღუპა – 17 წლის ასაკში, საქართველოს დროშით ხელში.
150. ჯანდრი თირქია – ტაქსის მძღოლი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
151. დავით გიუნაშვილი – 70 წლის მშენებელი, სამაჩაბლოდან დევნილი
152. დავით კოლდარი – კულინარი
153. დანიელ მუმლაძე – კულინარი
154. საბა კორძაია – კულინარი
155. საბა მეფარიშვილი – მშენებელი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
156. ლაშა ივანაძე – მეთუნუქის შეგირდი, მარტოხელა მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
157. ვლადიმერ გველესიანი – სამშენებლო სფეროს წარმომადგენელი
158. მამუკა ლაბუჩიძე – სამშენებლო სფეროს წარმომადგენელი
159. მინდია შერვაშიძე – მშენებელი
160. უჩა აბაშიძე – სამხედრო ბლოგერი, „აირსოფტის“ ფედერაციის თანადამფუძნებელი
161. სიმონ მახარაძე – მუშობდა სატყეო სამუშაოებზე
162. გენადი კუპრეიშვილი – ტაქსის მძღოლი
163. მანუჩარ მიქელაძე – ტაქსის მძღოლი
164. ვახტანგ ფიცხელაური – ტელეფონების შემკეთებელი, ხელოსანი. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
165. სულხან აბრალავა – ხელოსანი, აფხაზეთიდან დევნილი
166. სერგი მეგრელიშვილი – დევნილი, სოციალურად დაუცველი, ოჯახის მარჩენალი
167. ალექსანდრე ხაბეიშვილი – სოციალურად დაუცველი, თვითდასაქმებული
168. ბექა მაჭავარიანი – თვითდასაქმებული
169. სულხან ტუღუში – თვითდასაქმებული
170. გოჩა ყატაშვილი – თვითდასაქმებული
171. ბექა ქელეხსაშვილი – თვითდასაქმებული
172. სულხან აბრალავა – თვითდასაქმებული, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
173. რამაზ ჯორბენაძე – ოჯახის ერთადერთი მარჩენალი
174. ალექსანდრე ჩილაჩავა – დროებით უმუშევარი, უმაღლესი განათლებით
175. ფრიდონ ბუბუტეიშვილი – სოციალურად დაუცველი. დაპატიმრებამდე მუშაობდა რესტორანში
176. გიორგი კუჭუაშვილი – ცხოვრობდა საფრანგეთში რათა ემკურნალა შვილისთვის. შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ, ოჯახთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. გიორგი „გლოვოს“ კურიერად მუშაობდა ოჯახის სარჩენად.
177. ვეფხია კასრაძე – მსახიობი, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი
178. ვასილ კაძელაშვილი – საოჯახო ბიზნესის მფლობელი, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი
179. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – პოლიტიკოსი, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი
180. ნიკა მელია – პოლიტიკოსი, პარტია „ახალის“ დამფუძნებელი
181. ნიკა გვარამია – პოლიტიკოსი, პარტია „ახალის“ დამფუძნებელი
182. ელენე ხოშტარია – პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი
183. გელა ხასაია – პოლიტიკური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი, სოციალური მუშაკი
184. საბა სხვიტარიძე – პოლიტიკური პარტია „ახალის“ წევრი
185. ირაკლი ოქრუაშვილი – პოლიტიკოსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
186. გიორგი ვაშაძე – პოლიტიკოსი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი
187. გივი თარგამაძე – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი
188. თამთა გოგოლაძე – პოლიტიკური პარტია „დროას“ წევრი
189. ნათია ლეთოდიანი – პოლიტიკური პარტია “დროას” წევრი. აფხაზეთიდან დევნილი. ნათიას მამა აფხაზეთის ომის ვეტერანია.
190. ნიკა კვიტატიანი – პოლიტიკური პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრი
191. ლაშა ჩხარტიშვილი – პოლიტიკოსი, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი
192. თენგო კირთაძე – პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია “ფედერალისტების” წევრი
193. გიორგი სიხარულიძე – პოლიტიკური პარტია “ფედერალისტების” წევრი
194. გიორგი წულაია – “ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი
195. თამუნა გიორგაძე – პარტია “ლელოს” ყოფილი წევრი
196. ბაჩო ქიმუცაძე – კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი
197. გიგა ლემონჯავა – პოლიტიკოსი, პარტია “დროას“ წევრი
198. ნატალი სლეპაკოვა – პარტია “ თავისუფლების მოედნის“ წევრი
199. ირაკლი ნადირაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი
200. მურთაზ ზოდელავა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი
201. ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე
202. ლაშა ცანავა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
203. ზვიად კუპრავა – იურისტი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
204. გურიელ ქარდავა – პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი, 2021 წელს გახდა ხონის საკრებულოს დეპუტატი.
205. პაატა მანჯგალაძე – პოლიტიკოსი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“
206. კახაბერ მჟავანაძე – ინჟინერი, ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2011-2020 წლებში
207. ირაკლი გოგუაძე – პოლიტიკოსი
208. კახა და კონსტანტინე მიქაიები – კახა მიქაია 2011 წლიდან იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. ასევე მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. ბოლო წლებია, შვილთან, კონსტანტინე (კოკო) მიქაიასთან ერთად, აქტიურად აპროტესტებს ივანიშვილის რეჟიმს
209. ნანა სანდერი – „საქართველოს პულსის“ პოლიტიკური აქტივისტი, ემიგრანტი
210. კახაბერ კვეკვესკირი – აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკური აქტივისტი
211. ანტონ ჩეჩინი – რუსეთის მოქალაქე, ანტი-პუტინისტი სამოქალაქო აქტივისტი
212. ნიკოლაი ბელიკოვი – რუსეთის მოქალაქე ანტი-პუტინისტი სამოქალაქო აქტივისტი
213. დენის კულანინი – საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით რუსი პოლიტიკური აქტივისტი
214. ანასტასია ზინოვკინა – რუსეთის მოქალაქე, ანტი-პუტინისტი სამოქალაქო აქტივისტი
215. არტემ გრიბული – რუსეთის მოქალაქე, ანტი-პუტინისტი სამოქალაქო აქტივისტი, საინტერნეტო ტექნოლოგიების სპეციალისტი
216. აფგან სადიგოვი – უფლებადამცველი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, Azel.tv-ის მთავარი რედაქტორი. სადიგოვი აზერბაიჯანში 2016 წლის შემდეგ, არაერთხელ გაასამართლეს, მათ შორის ორჯერ – სისხლის სამართლის წესით. აზერბაიჯანელი უფლებადამცველები მას ჟურნალისტური საქმიანობისთვის დევნილად და პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
ჩამონათვალი აერთიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების სამიზნეები გახდნენ – სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და გამოცდილების მოქალაქეები, რომელთაც აერთიანებთ ღირსება, პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული.
სია განახლებადია და ჯერჯერობით არ მოიცავს, თუმცა უნდა დაემატოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
თუ ფლობთ დამატებით ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ჩამონათვალში არ არიან, ან გსურთ არსებული მონაცემების დაზუსტება – გთხოვთ, მოგვწეროთ.
ღირსეულ ადამიანებს უნდა ვიცნობდეთ – მათზე დგას თავისუფალი საქართველო!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights