გურიის მოამბე

დავით შარაშიძის მტკიცებით, ის “ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას შეუდგა”

დღეს ოფიციალურად დიდი პასუხისმგებლობის განცდით, შევუდექი ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას.
მინდა მადლობა გადავუხადო ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვისა და ნდობის გამოცხადებისთვის. გასული 4 წელი იყო ძალიან ნაყოფიერი და გამოწვევებით სავსე ჩვენი ჩოხატაურისთვის. ძალიან ბევრი კარგი და ღირებული საქმე გავაკეთეთ, ბევრი შევძელით, ბევრიც გასაკეთებელი დაგვრჩა, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ. ჩვენ ღირსეულად ვემსახურებით ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენს ჩოხატაურს.
გასული 4 წელი ვიმუშავე მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე, მინდა მადლობა ვუთხრა მერიის ყველა თანამშრომელს, პროფესიონალთა გუნდს, ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო თქვენთან ერთად მუშაობა.
მინდა მივულოცო ჩოხატაურის მერს მინდია ჟღერიას, დარწმუნებული ვარ ის ღირსეულად გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და ჩვენ ერთად ვიქნებით ჩოხატაურის სამსახურში.
ნათქვამია, შარაშიძის მიერ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights