საქართველოში “მაკდონალდსის” 25 რესტორნის წმინდა მოგება 2024 წელს იყო 32 მილიონი ლარი. ირაკლი ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებული დოლარების მოცულობა იყო 18 მილიონი ლარი. თემურ ჭყონიამ და “მაკდონალდსში” დასაქმებულმა 1400-მა ადამიანმა უნდა იმუშავოს 7 თვე, რომ ღარიბაშვილის მხოლოდ სახლში ნაპოვნი დოლარების სიდიდის ფული გამოიმუშავოს.
გუშინ მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თემურ ჭყონიამ გაოცებულმა განაცხადა: ვერ წარმომედგინა, თუ ამდენს იპარავდნენ ან ქვეყანაში ამდენი მოსაპარი თუ იყოო.
როგორც იპარავდნენ, ისე იპარავენ!
მოსაპარი კიდევ ბევრია!
საქმე( ქურდობა) ლაპარაკის ნაცვლად!
აი, რა ყოფილა “ქართული ოცნების” ნამდვილი საარჩევნო პროგრამა.
გუშინ მთავრობაში ბიზნესმენებთან შეხვედრიდან გამოსულმა თემურ ჭყონიამ გაოცებულმა თქვა, ვერ წარმომედგინა, თუ საქართველოში ამდენს იპარავდნენ ან ამდენი მოსაპარი იყოო.
თემურ ჭყონია ქართული წარმატებული ბიზნესის სიმბოლოა. “მაკდონალდსი” და “კოკა კოლა” პირველი ბრენდული უცხოური ინვესტიცია იყო ქვეყანაში.
საქართველოში “მაკდონალდსის” 25 რესტორანია. 2024 წელს მისი წმინდა მოგება იყო 32 მილიონი ლარი. ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებული მხოლოდ ნაღდი 6,5 მილიონი დოლარი არის 18 მილიონი ლარი. ანუ თემურ ჭყონიას ამ კომპანიამ ნახევარ წელიწადზე მეტი უნდა იმუშაოს, რომ იმდენი ფული იშოვოს, რაც ჩანთებში ჩატენილი დოლარების სახით მხოლოდ ერთ პირს აღმოუჩინეს. გაგიჟდებოდა კაცი, აბა რა იქნებოდა.
რამდენი ასეთი დოლარებია გადამალული სარდაფებში, კრიპიტოვალუტებში, უცხოურ სახლებში, აქაურ აქტივებში, რამდენი ასეული კი არა ათასი ადამიანი უმოწყალოდ ძარცვავს ქვეყნის სიმდიდრეს, გაღატაკებული ხალხი კი გარბის ქვეყნიდან ოჯახების გადასარჩენად?!
ახლა მოჩვენებითი “ანტიკორუფციული კამპანია” გააჩაღეს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა შიდაკლანური ომი და ივანიშვილის პირადი შურისძიება. უნდათ შიდა წმენდა და სიმდიდრის გადანაწილება სამართლიანობისთვის ბრძოლად გაასაღონ. არაფერი გამოუვათ. თავად შეუწყვეს ხელი, რომ ხალხს დაენახა, თუ რა ანტიეროვნულ რეჟიმთან გვაქვს საქმე.
ბატონ თემურს კი, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ვიცნობ და რომელთანაც ერთად დავაფუძნეთ მაშინდელ კინოს სახლში, “პერესტროიკის” დროს, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია( ბესო ჯუღელი იყო თავმჯდომარე), მინდა მივმართო: ჩემო თემურ, მოსაპარი კიდევ ბევრია და ყოველდღიურად იპარავენ კიდევაც, ოღონდ ახლა ჩანაცვლება ხდება, ერთი ჯგუფი გაძღება, შემდეგ სხვების რიგი მოდის.
არავის შერჩება.
თემურ ჭყონიასაგან განსხვავებით, კი მოაქუჩეს ამათ უკანონოდ დიდი სიმდიდრე, მაგრამ მშვიდი ძილი ნამდვილად ენატრებათ, იმ მულტფილმისა არ იყოს, ხარბი მეფე მშიდ ძილში რომ გაცვლიდა თავის ოქრო-ვერცხლს
წერს ეკონომიკური ექსპერტი, რომან გოცირიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.







