გურიის მოამბე

“მანჩო” გაცილებით მძიმე ამბავია, ვიდრე გზის გადაკეტვის გამო ხალხის დაჭერა”

მთელი ქვეყანა გელა-გეკას დასცინის სახელის გამო, არავინ სერიოზულად არ აღიქვამს და რაღა მანჩო გიორგობიანზე გადაწყვიტა ღირსების დაცვა? ანუ თქვენს თვალშიც ისეთი ძლევამოსილია გეკა-გელა, რომ უ ტუ ტუ ტუ, მაგაზე ცუდს ვერ დაწერ 😀. ადეკვატურობა ხანდახან მაინც საჭიროა.
რეალურად, მანჩო გიორგობიანის მხრიდან ე.წ. საძმოს მობილიზება მაღაზიის კონსულტანტის დასასჯელად, გაცილებით სერიოზული და მძიმე ამბავია, ვიდრე გზის გადაკეტვის გამო ხალხის ციხეებში შეყრა. შეიძლება, “წკაპ” დაიძახო და ეგ ერთ დღეში შეიცვალოს, მაგრამ ამ ორგანიზებულ ქუჩურ-მაფიოზურ გარჩევებს რა ეშველება, არ ვიცი. ქოცებმა ისეთი ურჩხული გამოუშვეს, რომელიც არავის არ დაინდობს – დღეს მაღაზიის კონსულტანტს აუშარდნენ, რომელიც ორ კაპიკზე 24 საათი მუშაობს, ხვალ კი ხატვის, ან ცეკვის წრიდან გამოსულ თინეიჯერს გაუყრიან დანას იმის გამო, რომ ან ქურთუკს არ გაიხდის, ან სიგარეტი არ ექნება მისაწოდებლად, ან ფული.
სულ რაღაც 20
წლის წინ ხდებოდა ეგ ამბები
წერს ამერიკაში მცხოვრები, ქართველი ჟურნალისტი, თაზო კუპრეიშვილი, საკუტარ, ფეისბუკ გვერდზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights