პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“რადგან ხელისუფლებამ “პოლარიზაციის დასრულების” ტექნოლოგიად “რადიკალური ძალების” ნეიტრალიზაცია აირჩია, მინდა იმათ ვისაც ჭკუა ჯერ კიდევ მოეკითხება, ვუთხრა შემდეგი:
თქვენმა მანკიერმა პოლიტიკამ და პროპაგანდამ ყველა, ვინც გაკრიტიკებდათ, შეცდომებზე მიგითითებდათ, უკმაყოფილო იყო, “რადიკალად მონათლა”, ანუ გასანეიტრალებელ გემზე აიყვანა.
ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ?
ნუ, სიბრიყვესაც აქვს საზღვარი…”-წერს ხუხაშვილი.