გურიის ეპარქიაში კორონავირუსი ორ სასულეირო პირს დაუდასტურდა. ორივე მათგანი ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახურია. ეპარქიის პრესსამსახურის მამა ბასილ გოგოტიშვილის თქმით, მღვდელმსახურების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: _ ორივე მათგანი იზოლაციაშია და ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილია. ორივე მათგანის ინფიცირების წყარო ერთი და იგივე პირია და მას შემდეგ, რაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ ტაძარში არ ყოფილან, _ აღნიშნა ჩვდნთან საუბრისას მამა ბასილმა. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით ტაძარში დეზინფექცია არ ჩატარებულა: _ არ იყო ამის საჭიროება. მათ არ ჰქონიათ კონტაქტი მრევლთან, _ აღნიშნა მამა ბასილმა