გურიის მოამბე

THE TELEGRAPH-ი აქვეყნებს ევროპისა და უკრაინის მიერ შედგენილ სამშვიდობო გეგმის ტექსტს

❗️ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით:—-👇
1. კონფლიქტის დასრულების შემდეგ: შემოღებულ იქნება ზომები მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
2. რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში.
3. მხარეები იწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ.
4. სამშვიდობო პროცესის კონტროლს ველზე უზრუნველყოფენ უკრაინის მოკავშირეები აშშ-ის ხელმძღვანელობით — ძირითადად დისტანციურად (სატელიტები, უპილოტო საფრენი აპარატები).
5. იქმნება დარღვევების აღრიცხვისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.
6. რუსეთი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ აბრუნებს ყველა გატაცებულ უკრაინელ ბავშვს.
7. ტყვეების გაცვლა ხდება პრინციპით „ყველა ყველაზე“, გათავისუფლდება ყველა სამოქალაქო პირი.
8. ტერიტორიული საკითხები განიხილება არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ.
9. მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება ჰუმანიტარული წვდომა და ოჯახის წევრების მონახულება დემარკაციის ხაზის გავლით.
10. უკრაინის სუვერენიტეტი დასტურდება, არანაირი იძულება არ ზდება „ნეიტრალიტეტისკენ”.
11. უკრაინა იღებს იურიდიულად გარანტირებულ უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკულ გარანტიებს, ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსად.
12. არ დაწესდება შეზღუდვები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის მრეწველობაზე.
13. გარანტიებს უზრუნველყოფენ ევროპული ქვეყნები და სხვა პარტნიორები; უკრაინას შესაძლოა შეეძლოს მოკავშირეთა ძალების მასპინძლობა.
14. ნატოში გაწევრიანება შესაძლებელია ყველა წევრის თანხმობით.
15. უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს.
16. დასტურდება უკრაინის არაბირთვული ქვეყნის სტატუსი.
17. ტერიტორიული საკითხები წყდება ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ; ამის შემდეგ მხარეები საზღვრებს ძალის გამოყენებით არ შეცვლიან.
18.უკრაინა აღადგენს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე; მოიპოვებს დამაკავშირებელ გასასვლელს დნეპრზე და კონტროლს კინბურნის ნახევარკუნძულზე.
19. უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობა პარტნიორებთან არ შეიზღუდება.
20. უკრაინა აღდგება და მიიღებს კომპენსაციას, მათ შორის რუსული გაყინული აქტივებიდან.
21. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის შემდეგ და ხელახლა შემოღებულ იქნას დარღვევის შემთხვევაში.
22. იწყება მოლაპარაკებები ევროპულ უსაფრთხოებაზე ეუთო-ს (OSCE) ყველა ქვეყნის მონაწილეობით.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights