უკრაინა აშშ-ის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა | ამის შესახებ CBS News ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის მთავრობამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა „უმნიშვნელო დეტალებზე“ შეთანხმება ჯერ კიდევ მისაღწევია.
ან„უკრაინელებმა სამშვიდობო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს. რამდენიმე უმნიშვნელო დეტალია დარჩენილი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, თუმცა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ… მდივანი დრისკოლი ოპტიმისტურად არის განწყობილი. იმედია რუსებისგან პასუხს მალე მივიღებთ” | განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა








