გურიის მოამბე

სტივ უიტკოფი ტრამპის ნაცვლად პუტინის მრჩეველი აღმოჩნდა

Zალიან დიდი სკანდალი “გასკდა” BLOOMBERG-ის მიერ —-👇
🔹 ცნობილი ხდება, რომ ამერიკის ე.წ სამშვიდობო შეთანხმების 28 პუნქტი შედგენილია კირილ დმიტრიევისა და იური უშაკოვის მიერ, რომელიც სტივ უიტკოფმა და ტრამპის ადმინისტრაციამ წარმოაჩინა, როგორც ამერიკული სამშვიდობო დოკუმენტის პროექტი.
🔹 გამოჟონილი ჩანაწერებიდან ნათელი ხდება ასევე, რომ სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს ურჩევდა, თუ როგორ უნდა ესაუბრა უკეთ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ – ეს გახდა ცნობილი უიტკოფისა და უშაკოვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან, რომელიც Bloomberg-მა გამოაქვეყნა
▪️ 14 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში სტივ უიტკოფმა პუტინის მრჩეველ უშაკოვს რამდენიმე კონკრეტული რჩევა მისცა, თუ როგორ უნდა წარემართათ პუტინის საუბარი ტრამპთან, რათა ამ უკანასკნელს უკრაინისთვის TOMAHAWK-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები არ გადაეცა- სწორედ სექტემბერ-ოქტომბერში შეიძინა აღნიშნული იარაღის უკრაინისთვის მთავარი აქტუალობა…
▪️ვიტკოფმა უშაკოვს შესთავაზა უკრაინაზე „20-პუნქტიანი გეგმის“ ანალოგის შემუშავება, რომელიც აშშ-მა გამოიყენა ღაზას შეთანხმებისთვის.
🔹 საუბრისას ვიტკოფმა უშაკოვს ურჩია, რომ პუტინს უნდა მიელოცა ტრამპისთვის ღაზაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება და ხაზი გაესვა რუსეთის მხარდაჭერისთვის ამ ინიციატივის მიმართ და ურჩია რომ საჯარო საუბარში ტრამპი წარმოჩენა, როგორც „მშვიდობის კაცი“, რასაც პოზიტიური ტონი უნდა შეექმნა შემდგომი დისკუსიისთვის.
🔹 უიტკოფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზარი უნდა განხორციელებულიყო ტრამპის ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე, რათა წინასწარ ემოქმედათ აშშ-ის პოზიციაზე და ეფექტიანად წარედგინათ ტრამპისთვის იდეა, რომ რუსეთი თითქოს უკვე მზად არის ახალი სამშვიდობო გეგმისთვის.
🔹 საბოლოოდ, უშაკოვი დაეთანხმა, რომ ასეთი სცენარი იმედისმომცემად გამოიყურება და მიიღო უიტკოფის რჩევა მომავალ ზარამდე.
🔴 BLOOMBERG-მა ასევე მიიღო პუტინის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევისა და პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის ჩაწერილი საუბრის ნაწილი-
ეს საუბარი უშაკოვთან უიტკოფის სატელეფონო ზარის შემდეგ შედგა და ისინი განიხილავენ „იმ სამშვიდობო გეგმას, რომელიც სტივ უიტკოფს უნდა გადასცენ, რათა მან ის საკუთრად წარმოადგინოს.“
▪️დმიტრიევი: ჩვენ უბრალოდ ამ დოკუმენტს ჩვენი პოზიციის შესაბამისად შევადგენთ და მე მას უბრალოდ არაფორმალურად გადავცემ. და დაე მათ ეს დოკუმენტი წარმოაჩინონ ისე, როგორც საკუთარი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ვერსიას ზუსტად არ აიღებენ, თუმცა მასთან მაქსიმალურად მიახლოებულს მაინც მიიღებენ.
– უშაკოვი: ხომ იცი, საქმე ისაა, რომ შეიძლება არ მიიღონ და თქვან, რომ ეს ჩვენთან იყო შეთანხმებული. ამისი მეშინია.
– დმიტრიევი: არა, არა, არა. ზუსტად ასე, თქვენთან ერთად, როგორც სიტყვა-სიტყვით ამბობთ, ისე ვეტყვი.
-უშაკოვი: მათ შეიძლება მოგვიანებით დაამახინჯონ ეს დოკუმენტი და სულ ეს არის. ასეთი რისკი არსებობს. დიახ. კარგი, არა უშავს. ვნახოთ.
-დმიტრიევი: დიახ, უბრალოდ ასე მეჩვენება… და შემდეგ შეგიძლიათ სტივთანაც ისაუბროთ ამ დოკუმენტზე. ასე რომ, ფრთხილად გავაკეთებთ.
🇺🇸 p.s. დიდი ალბათობით, სატელეფონო კომუნიკაციის სტენოგრამა BLOOMBERG-ს ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურებმა მიაწოდეს…
ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსული გეგმის შესრულების ქრონოლოგია BLOOMBERG-ის ინფორმაციით—👇
🔹 14 ოქტომბერი: უიტკოფი პუტინის მრჩეველ უშაკოვს ურჩევს, როგორ უნდა ისაუბროს ტრამპთან და აძლევს კონკრეტულ რეკომენდაციებს (ტრამპზე უნდა ისაუბროს, როგორც მშვიდობის კაცზე, ახსენოს ტრამპის ძალისხმევა ღაზასთან დაკავშირებით და ა.შ.) და აფრთხილებს მას ზელენსკის ვიზიტის შესახებ, სადაც უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემა უნდა დამტკიცებულიყო.
🔹 16 ოქტომბერი: პუტინი ტრამპს ესაუბრება ტელეფონით და შლის ზელენსკის ყველა მოლაპარაკების მცდელობას უკრაინის გასაძლიერებლად ( ასე უქმდება ტომაჰავკების გადაცემის საკითხი)
🔹 29 ოქტომბერი: უშაკოვსა და დმიტრიევს შორის სატელეფონო საუბარი იმართება, სადაც ისინი განიხილავენ „იმ ცნობილ 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც უიტკოფისთვის უნდა გადავცეთ, რათა მან ის საკუთრად გაასაღოს.“
🔹 20 ნოემბერი: მედიაში ჩნდება პირველი გაჟონვები ე.წ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით.
🔹 21–22 ნოემბერი: ტრამპი იწყებს სერიოზულ ზეწოლას უკრაინაზე, ხოლო ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ყველას არწმუნებს, რომ ეს „გეგმა“ რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილებოდა და მზადდებოდა.
🔹 იმავე დღეებში (21–22.11): ირკვევა, რომ „უიტკოფ-დმიტრიევის გეგმა“ რუსულ ენაზე იყო დაწერილი.
🇷🇺🇺🇸 ანუ, უიტკოფს პირდაპირ გადასცეს რუსული გეგმა, მან კი ის ტრამპს წარუდგინა, როგორც უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების ამერიკული პროექტი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights