,,სახალხო პროტესტი გახდა შეუქცევადი ხასიათის” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ განაცხადა.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
ეს ერთი წელი იყო ერთის მხრივ რეპრესიების, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური ტერორის წელი, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოება გაერთიანდა, დადგა ერთად და ფაქტობრივად ეს სახალხო პროტესტი გახდა შეუქცევადი ხასიათის. ყოველდღიურად სხვადახვა ლოკაციებზე, არა მხოლოდ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, ჭიათურაში, ყველგან არსებობს ეს პროტესტი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დავინახოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობაში და ის ორი მოთხოვნა რჩება ძალაში და იქნება იქამდე, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და სანამ სამართლიან არჩევნებს არ მივიღებთ ეს პროტესტი არ გაჩერდება. დარწმუნებული ვარ ამ ერთიანობით და გაუტეხელობით აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – თქვა გოტა ჭანტურიამ.








