რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ე.წ. “არასასურველი ორგანიზაციების” სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
,,უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომელთა საქმიანობა არასასურველად ითვლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – Human Rights Watch-ი, აშშ” – ნათქვამია დოკუმენტში.
Human Rights Watch-ი მუშაობს 1978 წლიდან და 70-ზე მეტ ქვეყანაში უწევს მეთვალყურეობას ადამიანის უფლებების დარღვევებს.
რუსეთში ორგანიზაციის ვებსაიტი 2022 წელს დაბლოკეს – უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რუსეთის ფედერაციაში “არასასურველ ორგანიზაციებთან” თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.








