
“უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სრული გადატვირთვა მოხდება. ხვალ მე გავმართავ კონსულტაციებს პრეზიდენტის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით.”

“რუსეთს ძალიან უნდა, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება”.

“მე მინდა, რომ არცერთ პარტნიორს არ ჰქონდეს შეკითხვები უკრაინასთან. მიღებულია გადაწყვეტილებები”

კაბინეტმა და დეპუტატებმა უნდა მიიღონ ბიუჯეტი, დანიშნონ ენერგეტიკისა და იუსტიციის ახალი მინისტრები და შეაფასონ ყველა მოქმედი მინისტრის მუშაობა;

СБУ (უკრაინის უშიშროების სამსახური) ჩაატარებს ანალიზს რეგიონების მიხედვით. იქნება გადაწყვეტილებები. ბევრი ნეგატივია რეგიონებიდან;

არმია. არის პრობლემები. იქნება პირადი შემადგენლობის სამართლიანი გადანაწილება ბრიგადებს შორის. იქნება გადაწყვეტილება.

უკრაინის პრეზიდენტმა დაანონსა მოლაპარაკებები აშშ-სთან. მოლაპარაკებებზე უკრაინას წარადგენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის თანამშრომლები- „ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ ან ვიკამათოთ“.
პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს.
უკრაინის ანტიკორუფციულ ორგანოებში ( НАБУ და САП) ინტერფაქს-უკრაინის წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, იერმაკთან ჩხრეკის შემდეგ არავისთვის არ წარუდგენიათ ეჭვმიტანილის შეტყობინება. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გავრცელებული ცნობით, ერმაკის ოფისში ჩხრეკის დაწყებამდე ინფორმაციას სრულად ფლობდა ვოლოდიმირ ზელენსკიც.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: