“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილს სთხოვა, მისცეს მესამე პრეზიდენტს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მან ზურაბიშვილის გადასცა მიხეილ სააკაშვილის წერილი, ზელენსკისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებაზე.
“მოგმართავთ თხოვნით, უკრაინის მთავრობის წევრი, რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მრჩეველი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დღეს სჭირდება უკრაინას, მისი დაბრუნება კიევში იქნება ომში მყოფი პარტნიორი სახელმწიფოსთვის კონკრეტული დახმარება, ამიტომ გთხოვთ, რომ ეს გავითვალისწინოთ და მივცეთ მას ეს შანსი.
იმავდროულად, ქალბატონო პრეზიდენტო, მე მინდა გადმოგცეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის გამოდის ინიციატივით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ვინაიდან დღეს რასაც აკეთებს ეს ლიდერი, ეს არის უკრაინის ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა”, – თქვა ლევან ბეჟაშვილმა.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე განცხადება ერთხელ უკვე გაკეთებული აქვს.