ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, განცხადებას ავრცელებს.
ALDE განცხადებაში წერს, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენება “ფუნდამენტური უფლებების შოკისმომგვრელი თავდასხმაა”.
განცხადების მიხედვით, ისინი მხარს უჭერენ ოპოზიციას, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
,,ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან BBC-ის დღევანდელი გამოძიებით, რომელიც ავლენს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი, ევროკავშირის მომხრე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაც ფუნდამენტური უფლებების შოკისმომგვრელი თავდასხმაა!
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ პარტიებს და ოპოზიციას, რომლებიც მოითხოვენ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ იმ აღჭურვილობის გადაცემა, რომელიც შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
ჩვენ ბოლო 365 დღის განმავლობაში ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით დემოკრატიული, ევროპის მომხრე მომავლისთვის ბრძოლაში. და ჩვენ გავაგრძელებთ…” – წერია განცხადებაში.








