უცნაური საფლავის ქვა გურიაში

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში გურიაში უცნაური საფლავის ქვის შესახებ წერს:
”ფანტასტიკური საფლავის ქვა გურიიდან
წარწერა ოლღა მოდისტკას საფლავის ქვაზე.
(მე მოდნიცად მოვნათლე, რადგან ვფიქრობ,
რომ ეს გურული კუტურიე თავადაც გემოვნებით
იმოსებოდა და ხალისიანი ქალიც გახლდათ💐).
საფლავის ქვაზე გამოკვეთილია საკერავი
მანქანა და გიტარა. ჩვენი ოლღა, ეტყობა, კარგად
კერავდა და, მოცალეობის ჟამს, ალბათ, გიტარაზე
უკრავდა. ჩვენი მოდნიცა-მოდისტკა 1922 წელს
გარდაცვლილა. მეხუთე სიტყვა ვერ ამოვიკითხე
და თუ ვინმე შეძლებს წაკითხვას, გამახარებს💐
საკერავი მანქანა, ალბათ, ზინგერია.
მე თუ მკითხავთ, ეს საფლავის ქვა სამუზეუმო
ექსპონატია. უფალმა აცხონოს ოლღა!
და, ამ ქვის შემქმნელიც აცხონოს უფალმა!
აი, ასე! სამოსის მხატვარ-მოდელიერი ოლღა!
მოკლედ, რას არ გადააწყდები ინტერნეტში🍁
P.S. მეხუთე სიტყვა ამოიცნო ნონა ნაჭყებია-
კონსტანტინიდმა. მოკლედ, საფლავზე ასეთი
წარწერაა: ,,ოლღა. მოდისკა. იყავი. და.
გეძღვნება. შენ.
ქალბატონმა ნანა კურტანიძემ კი ასეთი ვერსია
მომაწოდა: გესაჭიროება წერიაო.
სავსებით შესაძლებელია.” – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share