,,ოცნებამ“ იცის, რომ უფსკრულთან დგას და ერთი ნაბიჯი უკან რომ გადადგას, გადაიჩეხება, შესაბამისად, ყვენაიარად ცდილობს, რომ პოზიცია არ დათმოს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, “ისეთი ხელისუფლებისთვის, რომელსაც გადარჩენის არანაირი რესურსი არ აქვს, ქიმიური იარაღის გამოყენებაც არაფერია.“
“ოცნებამ“ იცის, რომ უფსკრულთან დგას და ერთი ნაბიჯი უკან რომ გადადგას, გადაიჩეხება, შესაბამისად, ყვენაიარად ცდილობს, რომ პოზიცია არ დათმოს. მათ კარგად იციან, რომ BBC-ის საგამოძიებო პროდუქტი ასე უბრალოდ არ მზადდება, შეიძლება საინფორმაციოში რაღაც გაიპაროს, რაზედაც ბოდიშს მოიხდის, საინფორმაციოს უფროსიც გადადგება, მაგრამ როდესაც ასეთი სერიოზული საგამოძიებო მასალა მზადდება, მათ შეთავაზეს ადამიანს, რომ ანონიმურად დარჩეს, რადგან მიხვდნენ, რა საფრთხე შეიძლება გამოწვეულიყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაეხმარნენ, ოფიციალური დოკუმენტაცია მიაწოდეს და მაგიტომ შესთავაზეს რესპოდენტს ანონიმურად დარჩენა, რადგან გამოიკვლიეს ეს საქმე და მაღალი ალბათობით დაადასტურა, რომ საქმე შესაძლოა იყოს ქიმიურ ნივთიერებასთან, რომლის გამოყენებაც დაუშვებელია. ასეთი ხელისუფლებისთვის, რომელსაც გადარჩენის არანაირი რესურსი არ აქვს, ქიმიური იარაღის გამოყენებაც არაფერია, – განაცხადა ივანოვ -ჩიქოვანმა.








