უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი:
“რუსეთმა უკრაინაში თავისი ჯარების დაჯგუფება 710,000 ჯარისკაცამდე გაზარდა და სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია დაიწყო”.
“აქტიური სამძებრო და დამრტყმელი მოქმედებების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ოკუპანტების განდევნა კუპიანსკიდან და ქალაქის ტერიტორიის თითქმის 90 პროცენტზე კონტროლის დამყარება”.
“მტერი უკვე 17 თვეზე მეტია ცდილობს პოკროვსკის აღებას, თუმცა უკრაინული ქვედანაყოფები ინარჩუნებენ თავდაცვას. კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად, მათ კონტროლი დაიბრუნეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 16 კვადრატულ კილომეტრზე. მათ ასევე მოიგერიეს შეტევები 56 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე პოკროვსკის დასავლეთით მდებარე დასახლებების — ჰრიშინეს , კოტლინესა და უდაჩნეს მიდამოებში”,- აღნიშნა სირსკიმ








