გურიის მოამბე

ზელენსკი-“პუტინის ეკონომიკას არ შეუძლია ომის იმავე მასშტაბით გაგრძელება, როგორც ადრე, თუ სანქციები ძალაში დარჩება”

„არ ვფიქრობ, რომ პუტინის ეკონომიკას შეუძლია ომის იმავე მასშტაბით გაგრძელება, როგორც ადრე, თუ სანქციები ძალაში დარჩება”.

🟦 უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს არ სურს ომის დასრულება; საკითხავი ის არის, შეუძლია თუ არა მას მისი გაგრძელება, ეს კი პარტნიორებზე, კერძოდ, სანქციებსა და დიპლომატიურ ზეწოლაზეა დამოკიდებული:

📌 „ახლა ამერიკელი კოლეგები აცხადებენ — როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში — რომ პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკელების ინიციატივებს. გარკვეული მომავალი შეთანხმებების ყველა ასპექტს არ ვეთანხმებით, თქვენ ეს იცით. ჩვენ გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ტერიტორიულ საკითხებთან, დაფინანსებასთან დაკავშირებით… მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პუტინის ეკონომიკას შეუძლია ომის იმავე მასშტაბით გაგრძელება, როგორც ადრე, თუ სანქციები ძალაში დარჩება”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights