გურიის მოამბე

უკრაინული მედია-ბოჭორიშვილი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად „ცეცხლოვანი სიტყვით“ გამოვიდა

ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინულ მედიაში და საზოგადოებაში, ქართული მხარის მიერ, ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინის საერთაშორისო პრეტენზიების კომისიის შექმნაში მონაწილეობის მიღებას და იქ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ემოციურ სიტყვით გამოსვლას.

“კიევსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, საქართველომ მოულოდნელად ხელი მოაწერა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ფონდებიდან მიღებული რეპარაციების უკრაინის მოქალაქეებსა და რუსული აგრესიით დაზარალებულ ბიზნესებზე განაწილების მექანიზმს ადგენს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერისთვის ჰააგაში გამართულ დიპლომატიურ კონფერენციას პირადად დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების უმეტესობა წარმოდგენილი იყო ძირითადად ელჩების დონეზე.

ბოჭორიშვილმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად „ცეცხლოვანი სიტყვით“ გამოვიდა და მასში არც ერთხელ უხსენებია კიევსა და თბილისს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები.

საყურადღებოა ისიც, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელმაც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ჰააგაში შეხვედრა სრულად დააიგნორეს, ხოლო თურქეთმა კონფერენციაზე საელჩოს თანამშრომელი გააგზავნა, თუმცა რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი თქვა.” – წერს უკრაინული მედია.

პარალელურად კი, აქვეყნებს მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლის სიტყვას:
“ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის გულში ვხედავთ, რეგიონში მშვიდობის აღსადგენად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საერთაშორისო ნორმების აშკარა დარღვევები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

საქართველო, როგორც ზიანის რეესტრის დამფუძნებელი წევრი, მიესალმება საერთაშორისო კომპენსაციის მექანიზმის შექმნისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომლის განუყოფელი ნაწილიც საერთაშორისო მოთხოვნების კომისია გახდება.

დღესაც კი ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ვიყენებთ არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგია, არ იყოს დავიწყებული.

მიუხედავად საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებული მრავალი გადაწყვეტილებისა, რომლებშიც რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს წინაშე, ის კვლავაც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და მის საერთაშორისო ვალდებულებებს.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights