გურიის მოამბე

“თემურ მოქია-ქართველი ერის სიმდიდრე” – დირექტორის თანამშრომლების კომენტარები

“გურიის მოამბემ”, რამდენიმე დღის წინ, გაავრცელა ინფორმაცია

http://guriismoambe.com/archives/150386 – ოზურგეთის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის პოსტზე, ქალაქ ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი  დირექტორის, თემურ მოქიას, კანდიდატურა განიხილება.

რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ: “მაგალითისათვის, ყვებიან ისტორიას, როცა დირექტორი უხეშად ჩაერია, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ (ოზურგეთის ტექნოპარკი), მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლის დაფინანსებული პროექტის მართვაში, განსაკუთრებით მის ფინანსურ ნაწილში.”

ასევე: “როგორც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლიდან გვაცნობეს, მოქიას კარიერა სკოლის დირექტორის პოსტზე არ აღმოჩნდა წარმატებული, რადგან მას გარკვეული ტიპის დაპირისპირება აქვს სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთანაც”.

დიდი ალბათობით, ამ ორმა წინადადებამ განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია  ამ სკოლის კოლექტივში და სოციალურ ქსელებში დაიწყო მასირებული, ძირითადად რედაქციის წარმომადგენლების მისამართით, არაეთიკური გამონათქვამებით გაჯერებული პოსტების წერა.

თავად პოსტები კი, რომლის 99% ამ სკოლის პედაგოგებს ეკუთვნით, ძირითადად ასე მთავრდებოდა:

მარიკა ტუღუში -ბატონი თემური არაჩვეულებრივი ადამიანია

ნინო ვადაჭკორია-ბატონი თემური არის არაჩვეულებრივი პიროვნება

ანა მენაბდე-,,სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!”

ელენე მარი – ბატონი თემური შესანიშნავი დირექტორია: მშვიდი, დემოკრატიული, კომპეტენტური, სამართლიანი, გაწონასწორებული

ნონა ბერაძე-ის არის სამართლიანი და მაღალი დონის პროფესიონალი. მისი მენეჯერული უნარები და ადამიანური მიდგომები იშვიათია

ნათია ჯაბანიშვილი-ბატონი თემური გადასარევად ართმევს თავს მის მოვალეობას. ისმენს მშობლების ხმას და ცდილობს ჩვენს გაგებას როგორადაც უშვებს მისი მოვალეობა

რუსუდან მეგრელაძე-.ბატონი თემური ღირსეული პიროვნებაა და კარგი დირექტორი,ჩვენ ერთად ვეწევით სკოლის ჭაპანს

მზია მეხუზლა – შემდეგ სერიაში ალბათ დინოზავრების მოშენებასაც დაააბრალებთ ბატონ თემურს სკოლის ეზოში. სანამ თქვენ ტყუილებში იხრჩობით, ჩვენ საქმეს ვაგრძელებთ

ხათუნა ბაჯელიძე – ბატონი თემური ღირსეული პიროვნებაა და შესანიშნავი დირექტორია!

მაკა რუსიეშვილი –  ბატონმა თემურმა პირველივე დღიდან დაგვანახა, რომ არის უაღრესად ღირსეული, პროფესიონალი და ყველას გვერდში მდგომი ადამიანი

ეკა დარჩია – ხელები შორს ჩვენი სკოლისგან! ჩვენ ვდგავართ მყარად. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. და ვერავინ შეგვაჩერებს

ლელა ინწკირველი –  ჩვენი დირექტორი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა

თამილა სირაძე – გრცხვენოდეთ!!! ბატონი თემური, არაჩვეულებრივი ადამიანი, მეგობარი და დირექტორია!

ელენე ბურჭულაძე-თემურ მოქია.ვფიქრობ, ეს სახელი და გვარი ძალიან ბევრს ამბობს

მარიკა თოიძე – ბატონი თემური ღირსეული ადამიანი და არაჩვეულებრივი მმართველია!

ნინო გიგინეიშვილი – არაჩვეულებრივი დირექტორია და ღირსეული პიროვნება

მაია ჩხიკვიშვილი – ბატონი თემური- კარგი დირექტორი და ღირსეული პიროვნებაა

მაკა კილაძე – ბატონი თემური შესანიშნავად მოერგო ამ პოსტს, კოლექტივს და ზოგადად ამ დიდ ოჯახს

ირმა კვაჭანტირაძე – ბატონი თემური არის ღირსეული, მშვიდი და პასუხისმგებლიანი მმართველი

მარინა დოლიძე – ბუნებით ინტელიგენტი,დახვეწილი საჯარო მოხელე… ჟურნალისტმა ,პასუხი უნდა აგოს

ნაირა ნაჭყებია – თემური სავსებით კომუნიკაბელური, უკონფლიქტო პიროვნება

თამილა მახარაძე – თემურ მოქია განსაკუთრებული პიროვნებაა

ირმა დონდოლაძე – ატონი თემური საუკეთესო დირექტორი და ღირსეული ადამიანია

მარი თოდრაძე-წარმატებები, ღირსეულ,მისაბაძ,პატივსაცემ დირექტორს, ბატონ თემურს, ჩვენს არაჩვეულებრივ კოლექტივთან ერთად.ჩვენ ერთი გუნდი ვართ

ირინა ღლონტი – წარმატებები სკოლის საუკეთესო მმართველს, ბატონ თემურ მოქიას

მაგული კუტუბიძე – როცა ბატონი თემურ მოქია ოზურგეთის განათლების განყოფილების გამგედ მუშაობდა, მე მაშინ სკოლის დირექტორი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცნობ მას, როგორც გაწონასწორებულ და ზომაზე მეტად მშვიდ ადამიანს

დალი ქინქლაძე – ბატონი თემური,ღირსეული ადამიანი და საუკეთესო ხელმძღვანელია

თამარ ბაჯელიძე – .ჩვენი სკოლის დირექტორის მენეჯერული უნარები,ორგანიზებულობა და სამართლიანი მიდგომა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლის სტაბილურ და ჯანსაღ ფუნქციონირებაში

ნინო ღლონტი – ბატონი თემური საუკეთესო დირექტორი, პროფესიონალი და მეგობარია

მანანა კონწოლიძე – ბატონი თემური მართლაც ღირსეული ადამიანი და შესანიშნავი მმართველია!

მედეა მექვაბიშვილი – ბატონი თემური ნამდვილად ღირსეული და შესანიშნავი დირექტორია!

ლელა ლომთაძე – საოცარია,საიდან იღებს სათავეს ეს ცრუ ინფორმაცია?!?!ბატონი თემური,მართლაც ღირსეული ადამიანია და საუკეთესო ხელმძღვანელი!

მაია სურგულაძე – წარმატებები ჩვენს ღირსეულ დირექტორს ჩვენთან ერთად!

სარა ბერგერი – ის არის ღირსეული ადამიანი ღირსეულთა შორის

ნინო კახუნი – მე ერთი წელია შეუერთდი 4 საჯარო სკოლას და ნამდვილად ღირსეული დირექტორი ყავს სკოლას

მანანა სხულუხია – ჩვენ ღირსეული დირექტორი გვყავს. სრული მხარდაჭერა მას!!!

მარი მარი – ბატონი თემური არაჩვეულებრივი ადამიანია

თამარ გიგაშვილი – ბატონი თემურ მოქია ღირსეული ადამიანია

ნინია დოლიძე – ადამიანის ეტალონია ეს ადამიანი!

დალი რუსიეშვილი –  საჯაროდ ვადასტურებ ბ-ნი თემურ მოქიას პიროვნებისა და პროფესიონალიზმის მიმართ ჩემს პატივისცემას

მაია ბერაძე – თქვენ ღირსეული პიროვნება ბრძანდებით, ბატონო თემურ! წარმატებები

ლელა სიხარულიძე – .ბატონი თემური არის ღირსეული ადამიანი და პროფესიონალი

ლელა ლელაძე – ერთხელ ვნახე ბატონი თემური და დიდი სითბო და კულტურა დატოვა ჩემს გულში

მაიკო როუვა – თემური მოქიას ნაირი ადამიანი ძალიან იშვიათია

მაცაცო ქავთარაძე – ბატონი თემურ მოქია პროფესიონალი, არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი და სამაგალითო პიროვნებაა.

თინა სოსელია – თემური მოქია არის ყველა დროის წარმატებული პიროვნება

ნინო ბასილია – ბატონი თემური თავისი საქმის პროფესიონალია და არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი.

თორნიკე სვანიძე – ბატონი თემურის ნაირი პროფესიონალი, თავის საქმეზე შეყვარებული და უბრალოდ კარგი პიროვნება ძალიან იშვიათია

ალექსანდრე ჯუმუშაძე-ერის სიმდიდრეს,ბ.თემურის რაც არ უნდა აკადროთ, ისტორია თავისას იტყვის!! ბატონი თემური არის ყველა დროის საუკეთესო ადამიანი

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights