ის რაც ოზურგეთის თეატრში ვიხილე, ევროპის ნებისმიერი ქალაქის სცენას შეშურდებოდა. დავესწარი ახალგაზრდა რეჟისორ იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლს „3+3“, რომელიც ასევე ნიჭიერი ქალის, მანანა დოიაშვილის მიერ არის დაწერილი. ვანოს შემოქმედებას დიდი ხანია ვიცნობ და არ დაგიმალავთ მოვემზადე სრული კულტურული შოკისთვის, მაგრამ ნანახმა ათასჯერ გადააჭარბა მოლოდინს.
ვიხილე სიყვარულის, სიძულვილისა და ადამიანური ყოფის თანაგანცდის საათნახევრიანი აქცია. ვუყურე სპექტაკლს და ჯერ პერსონაჟები შემეცოდნენ, მერე საკუთარი თავი და ბოლოს ზოგადად ყველა. სპექტაკლი, რომელიც ხან ტკივილამდე ადამიანურია, ხან სოლიდარობის წინააღმდეგ მიმართული აქტია, აშკარად შედევრია. ნუ სცენოგრაფია და მუსიკა ისეთია არ არსებობს დაგტოვოს გულგრილი. ასეთი ამბები ხუციშვილის სპექტაკლებს როგორც წესი ტრადიციად ექცა. მაგრამ უსამართლობა იქნება არ დავინახოთ ოზურგეთის თეატრის დასი, ეს უნიჭიერესი ხალხი.
უპირველეს ყოვლისა სიხარული მომგვარა ნიკა ძნელაძის გამოჩენამ, ქუთაისელებისთვის საყვარელი მსახიობების ზურიკო ძნელაძისა და ირინკა გუბელაძის ვაჟმა. აღარაფერს ვამბობ ქალბატონ ტომა მდინარაძეზე, ამ უნიჭიერეს ქალზე, რომელიც დიდი საჩუქარია ოზურგეთის (და არამარტო) თეატრალური საზოგადოების. ვიდრე ამ თეატრს ტომა მდინარაძე ყავს, შეუძლია მშვიდად იყოს! Vano Khutsishvili
ჟურნალისტი, დავით ლიკლიკაძე