გურიის მოამბე

გიგაური ლილუაშვილის დაკავებაზე: ეს არის ივანიშვილის კონკრეტული გზავნილი “ოცნების“ წარმომადგენლებისთვის

ეს არის ივანიშვილის კონკრეტული გზავნილი “ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ, – ასე აფასებს სუს-ის ექსშეფის, გირგოლ ლილუაშვილის დაკავებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღამსრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

მისი თქმით, ივანიშილი მზად არის, რომ გარკვეულ შემთხვევებში გაწიროს ეს ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, ყევლაზე რთულ პერიოდში  და გადააბაროს ხელისუფლება და გავლენები მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში უწინ მომუშვე ადამიანებს.

,,მიუხედავად იმის რომ ლილუაშვილი და ღარიბაშვილი 2012 წელს მის გვერდში იყვნენ და ფაქტობრივად ეხმარებოდნენ მას, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, მათზე იდგა ბევრი წლის განმავლობაში, იგი მზად არის, რომ გარკვეულ შემთხვევებში გაწიროს ეს ადამიანები და გადააბაროს ხელისუფლება და გავლენები, მათ შორის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში უწინ მომუშვე ადამიანებს. ამას ვუყურებთ ახლა ჩვენ და რეალურად ვხედავთ, რომ არ არსებობს მისთვის რაღაც ერთგულებისთვის მადლობის გადახდის საკითხი. თუ ის თვლის, რომ ვიღაცები უნდა გაწიროს, ის ამას იზამს. ეს არის გზავნილი “ოცნების“ მაღლიჩნოსნებისთვის, რომ მათ უნდა ეშინოდეთ და მან შეიძლება ისინი გაამდიდროს და მისცეს ძალაუფლება, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და ნებისმიერ მომენტში და როცა მოუნდება ის სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს და გაწირავს ბოლომდე. წარმოიდგინეთ, წინა საახალწლოდ ის ადამიანი ჩასვა ციხეში, რომელიც წლების განმავლობაში, მას გვერდში ედგა”, – განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ლილუაშვილი დღეს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება ცოტა ხნის წინ წარედგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights