თბილისიც პატარა ქალაქია და საქართველოც პატარა ქვეყანაა, ამიტომ ყველაფერი “ბაზრდება” და ყველამ ყველაფერი იცის.
ახლა დავწერ, რაც მსმენია ლილუზე.
წლების წინ, ჯერ კიდევ “ნორჩი” კორუფციონერი რომ იყო, ნათქვამი აქვს “მილიონზე ნაკლებზე არ შემაწუხოთო”;
ანუ მილიონზე ნაკლებს ფულად არ თვლიდა.
ფული “კეთდებოდა” ყველაფერში – ტენდერები, ინფრასტრუქტურის პროექტები, ბუნებრივი რესურსები (ხე-ტყე; ქვა-ღორღის კარიერები და ა.შ.), პროსტიტუცია, ნარკოტიკები, “ქოლცენტრები”.
ეგ კი არა უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემასაც კი თავისი “სტავკა” ჰქონდა.
გადაიხდიდი პირობითად 5000 დოლარს და მოგცემდმენ უპრობლემოდ, სულ რომ ოსამა ბინ ლადენი ყოფილიყავი.
არ გადაიხდიდი და არა.
და მასშტაბს რაც შეეხება – ლილუ რომ გადააყენეს, სუს-ის რომელიღაც დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თუ უფროსმა, არ ვიცი რა გზებით და მილიონამდე ამერიკული დოლარი რამდენიმე დღეში “გააქეშა” და ქვეყნიდან “მოხიაო”.
.ეს ყველაფერი ბუნებრივია ყურმოკრული ამბებია. ზოგი ძმაკაცისგან რომ გაგიგია, ზოგი ყოფილი კოლეგისგან და ასე შემდეგ.
რამდენად რეალურია თავად გადაწყვიტეთ.
ფაქტია, რომ ამ მასშტაბის კორუფცია ვერ დაიმალებოდა და არც იმალებოდა.
უბრალოდ ფეხებზე ეკიდათ.
და ვისაც კორუფცია უნდა ეკონტროლებინა, პარლამენტი იქნებოდა თუ ანტიკორუფციული ბიურო თავს იყრუებდნენ, იბრმავებდნენ და იშტერებდნენ ერთდროულად.
რომელიმე ჟურნალისტი რომ კორუფციის თემაზე სიუჟეტს გააკეთებდა, რა იყო “ქართული ოცნების” დეპუტატების პასუხი?!
-ტყუილია!; ნუ უგონებთ; “ნუ გშურთ”; “ნიჭიერი ნათესავები ჰყავთ”;”სიმამრი ნათესავი არ არის”; “ნაცები” ხართ!”; “ყველაზე მაგარი პრემიერი”; “ყველაზე მაგარი მინისტრი”; “ყველაზე მაგარი სუს-ის უფროსი”; “საერთაშორისო რეიტინგებში პირველები ვართ!” და ასე შემდეგ.
იყო ასე?! – იყო.
“აპრავებდით” ამ ყველაფერს “ქართული ოცნების” მომხრეები ქალაქებსა და სოფლებში?! – “აპრავებდით”.
სიმართლე ყოფილა ყველა ჟურნალისტური გამოძიება?! – ყოფილა.
ჰო-და ახლა არ ვიცი რა აგიტყდათ, ალბათ იმაზე მეტი ფული იშოვა ზოგმა, ვიდრე “შეიძლებოდა”, მაგრამ უკვე ძაან დაგვიანებულია ეს ვითომ “ბრძოლა კორუფციასთან”.
ეცადეთ გამოძიების პროცესში საკუთარ თავზე არ გახვიდეთ. რამდენიმე დღის წინ ეწერა, რომ ერთ-ერთ მოქმედმა “დეპუტატმა” რომელიღაც საათში 150.000 ევრო მისცაო და მიმიქციეთ ყურადღება.
და მოქმედი “კულьწურის მინისტრის” მორიგ “დაქალოჩკას” აქვსო რაღაც ტენდერები “დათრეული” და არც ეგ დამიტოვოთ უყურადღებოდ.
ჯამში – ჩალპა სახელმწიფო და ყარს.
ჰო, არ შემიძლია არ ვახსენო “ობერქოცების” საყვარელი “დიფ სტეიტი” და “ომში გვითრევენ”.
რად გინდოდათ თქვენ ბიჭო ომში ჩათრევა და “დიფ სტეიტი”?!
ამდენი კორუფციონერის პატრონს უბრალოდ გიყიდდნენ შეღავათიან ფასში, რამის სურვილი რომ ჰქონოდათ
ერთ-ერთი ბრალდება, რაც წაუყენეს ლილუაშვილს, არის შემდეგი:
“2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან (ლილუაშვილმა) თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი”.
ახლა აი რაზე დაფიქრდით.
აი ეს გუნდი და ეს ხალხი, გვეუბნებოდა, რომ ებრძვიან აგენტებს, ქვეყანა დგას 2 ფეხზე, სუვერენიტეტი გაამყარეს და არავის ემორჩილებიან და ებრძვიან “დიფ სტეიტს”.
ვინმე ჩაღათაი ულქერის 1 მილიონად ნაყიდი ადამიანი იყო პასუხისმგებელი ამ ქვეყნის, საქართველოს, უსაფრთხოებაზე.
რამდენი “ჩაღათაია”, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით?!
სადაა აქ “ღირსება”?! რა “სუვერენიტეტზე” გველაპარაკებით “ქოცნება”?! რომელ “2 ფეხზე” დგახართ?!
2 ფეხზე დგას ჩაღათაი ულქერი, რომელმაც ძალიან იაფად, 1 მილიონად იყიდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
გააცნობიერეთ ახლა ეს და გაისიგრძეგანეთ.
რიგითი “ქოცები” და “პროპაგანდისტები” კი უბრალოდ გაჩუმდით
წერს ფეისბუკ მომხმარებელი ზურაბ ფარჯიანი, საკუთარ გევრდზე.








