ბახვი ჰესის ვიდეო სიუჟეტების სერიის ფარგლებში, წარმოგიდგენთ მასალას, სადაც მაყურებელი გაიცნობს ბახვი ჰესის თანამშრომლებს, რომლებმაც ააშენეს ბახვი ჰესი.
„ჩვენი გუნდი მრავალფეროვანია, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან გვყავს თანამშრომელი. თუმცა, ბახვი ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების 37% ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს, საიდანაც, როგორც ამ კლიპში ნახავთ, 34% ქალბატონია. ჩვენ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ავაშენეთ ბახვი ჰესი, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველთვის იქნება სიამაყის საფუძველი. პროექტის განხორციელების პროცესში, ჩვენ შევძელით და შევასრულეთ ყველა დანაპირები, რომელიც პირველ წლებში გავეცით. ბახვი ჰესი, თანამედროვე, დასავლური სტანდარტებით არის აშენებული. პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფდით გამჭვირვალობას, მხარეების ჩართულობას, ვაინიცირებდით დიალოგს, ვითვალისწინებდით რეკომენდაციებს. ჩვენ შევასრულეთ ყველა სოციალური პროექტი, რომელიც ადგილობრივებთან შევათანხმეთ. უამრავმა ადამიანმა ისარგებლა იმ სიკეთეებით, რომელიც პროექტმა მოიტანა რეგიონში. ამიტომ, ამ პროექტს საკმაოდ ბევრი, პირდაპირი და არაპირდაპირი კონტრიბუტორი ჰყავს. აქ აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ბახი ჰესის მრჩეველთა საბჭოს თითოეული წევრის პირადი ღვაწლი“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, ბახვი ჰესის დირექტორმა.








