გურიის მოამბე

“ჩინეთი თავის კონცეფციებს აშშ-სთან, როგორც ძლიერ მტერთან, მიმართებით ზომავს”

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ჩინეთის სამხედრო ტრაექტორიის შესახებ მკაცრი შეფასება გამოაქვეყნა და გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ პეკინმა დააწესა კონკრეტული ვადები ტაივანის სამხედრო გზით დასამარცხებლად საჭირო შესაძლებლობების მისაღწევად.
🔘 კონგრესისთვის წარდგენილ 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთის სამხედრო განვითარების შესახებ, პენტაგონი აცხადებს, რომ პეკინი მუშაობს გადამწყვეტ ნიშნულზე, რომლამდეც მხოლოდ ორი წელია დარჩენილი.
🔘 „ჩინეთი მოელის, რომ 2027 წლის ბოლოსთვის შეძლებს ტაივანის წინააღმდეგ ომის დაწყებასა და გამარჯვებას. ანგარიშში 2027 წელი განხილულია არა როგორც სპეკულაციური რიტორიკა, არამედ როგორც ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაციის, წვრთნებისა და ძალების სტრუქტურის ფორმირების ორგანიზაციული პრინციპი. ეს წელი ემთხვევა ჩინეთის არმიის შიდა მოდერნიზაციის მიზნებს და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 100 წლის იუბილეს — თარიღს, რომელიც ჩინეთის ლიდერებმა არაერთხელ დაუკავშირეს საბრძოლო მზადყოფნას”.
🔘 პენტაგონის შეფასება უფრო შორს მიდის, ვიდრე წინა ანგარიშები და ხაზს უსვამს, რომ ჩინეთის დაგეგმარება მკაფიოდ ითვალისწინებს აშშ-ის ჩარევის შესაძლებლობას. ნაცვლად იმისა, რომ პეკინი მოემზადოს მხოლოდ ტაივანთან შეზღუდული კონფლიქტისთვის, ჩინეთი თავის შესაძლებლობებს თავად ვაშინგტონთან მიმართებით ზომავს.
„ჩინეთის არმია თავის კონცეფციებსა და შესაძლებლობებს აშშ-სთან, როგორც ძლიერ მტერთან», მიმართებით ზომავს” ….. პენტაგონის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ტაივანის კონფლიქტი თითქმის ნამდვილად გამოიწვევს აშშ-ის ძალების ჩართვას, რაც მოითხოვს ამერიკული სამხედრო ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს მრავალ სფეროში. ეს მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ დარტყმებს, კიბეროპერაციებს, კოსმოსურ ომსა და ბირთვულ შეკავებას — რაც მიზნად ისახავს კრიზისის დროს აშშ-ის ინტერვენციის შეფერხებას, დასუსტებას ან შეფერხება-შეკავებას.
🔺 პენტაგონი გამოყოფს რამდენიმე სამხედრო ვარიანტს, რომლებსაც ჩინეთი ხვეწს ტაივანთან გაერთიანების იძულებისთვის: დაწყებული იძულებითი ზეწოლიდან, სრულმასშტაბიან კონფლიქტამდე.
🔺 ეს ვარიანტები მოიცავს სადესანტო-ამფიბიურ შეჭრას (სადესანტო ჯარების გადასხმას), ხანგრძლივ საცეცხლე დარტყმებსა და საზღვაო ბლოკადას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთმა ამ სცენარების საკვანძო ელემენტები ტაივანის გარშემო ჩატარებული მზარდად კომპლექსური სწავლებებისას უკვე გამოსცადა.
🔺 ჩინეთის გამარჯვების კონცეფცია სულაც არ ნიშნავს სწრაფ, ან ტოტალურ დაპყრობას. ნაცვლად ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია პეკინის ფოკუსი „ომის კონტროლსა“ და ესკალაციის მართვაზე — ძალის შერჩევითად გამოყენებაზე იმგვარად, რომ თავიდან აირიდონ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის განვითარებისას მისი ჩინეთის კონტროლიდან გამოსვლა. ეს მიდგომა ასახავს გაკვეთილებს, რომლებიც პეკინმა რუსეთის უკრაინასთან ომის დაკვირვების შედეგად მიიღო, განსაკუთრებით ხანგრძლივი კონფლიქტის რისკებისა და აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო მობილიზაციის კუთხით.
🔺 პენტაგონი ტაივანის ვადებს განიხილავს ჩინეთის სამხედრო დოქტრინის უფრო ფართო ცვლილების კონტექსტში. ანგარიშში ნათქვამია, რომ პეკინი მომავალ კონფლიქტს სულ უფრო მეტად აღიქვამს არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებად, არამედ მთელ ეროვნულ სისტემებს შორის კონკურენციად, რასაც ის „ეროვნულ ტოტალურ ომს“ უწოდებს.
🔺 ამ ჩარჩოს მიხედვით, ეკონომიკური მდგრადობა, ინდუსტრიული შესაძლებლობები, ინფორმაციული კონტროლი და სამოქალაქო-სამხედრო ინტეგრაცია განიხილება როგორც ომის წარმოების ძალის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, ტაივანის სცენარი არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ ჩინეთის იმ ფართო ამბიციის ნაწილია, რომ ჩაანაცვლოს აშშ, როგორც დომინანტური სამხედრო ძალა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.
🔺 მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არ წინასწარმეტყველებს, რომ ჩინეთი აუცილებლად დაიწყებს ომს 2027 წლამდე, იგი ხაზს უსვამს, რომ პეკინი აქტიურად ემზადება იმისთვის, რომ ჰქონდეს ამის არჩევანი. პენტაგონი შეკავების პოლიტიკას სულ უფრო მეტად დროზე დამოკიდებულ საკითხად განიხილავს და აფრთხილებს, რომ ტაივანის გარშემო ძალთა ბალანსი ვიწროვდება, რადგან ჩინეთი დარჩენილ ტექნოლოგიურ და სამხედრო ხარვეზებს სწრაფად ავსებს.
🔺 შეფასების თანახმად, მომავალი წლები კრიტიკული იქნება იმის განსასაზღვრად, ჩინეთი სამხედრო მოქმედებას განხორციელებადად მიიჩნევს, თუ აუტანლად ძვირადღირებულად — ეს გათვლა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ტაივანის თავდაცვაზე, არამედ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების შეკავების პოლიტიკის სანდოობაზე რეგიონში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights