რას ნიშნავს კახა გვანცელაძე ჩემი კადრი იყო? მე არ მყავს ჩემი კადრები და როცა ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ვნიშნავ, მათი საქმიანობის და პროფესიონალიზმის შეფასების მიხედვით ვმოქმედებ. სხვათა შორის, 2017 წელს დედაქალაქის მერიაში რომ მოვედი, კახა გვანცელაძე უკვე მუშაობდა ჩვენს უწყებაში“, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძე ამბობს, რომ გვანცელაძე ბაღების სააგენტოს უფროსად დანიშნა, თუმცა მის გადაცდომებზე პასუხისმგებელი არაა.
„კი, [ბაღების] სააგენტო ჩვენს დაქვემდებარებაშია, კახა გვანცელაძე ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშნულია და ასე ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მე გახლავართ დედაქალაქის მერი, 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ყველას გადაცდომაზე მე ვარ პასუხისმგებელი? მე რომ საქმის კურსში ვყოფილიყავი, რეაგირება მოჰყვებოდა. არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, მათ შორის მთავრობის სხდომებზე მაქვს გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი გადაცდომა დაკანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე“, — განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ დაარღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და დაელოდონ გამოძიების შედეგებს.








