ოზურგეთის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში კი თანამშრომლები, სამუშაო კაბინეტებში, ერთმანეთში ჩხუბობენ.
გასული წლის მიწურულს, თბილისში განვითარებულ საპროტესტო მსვლელობებში მასიურად გამოყენების გამო, ხელისუფლების მიერ აკრძალული ფეიერვერკები, ოზურგეთში, წინასაახალწლო ვაჭრობებზე, მაინც გამოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ, მისი გაყიდვის აკრძალვა კვლავ ძალაშია, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში ფეიერვერკები მაინც იყიდება, ოღონდ დახლქვეშ, როგორც სუპერმარკეტებში-ისე ქუჩის ბაზრობებზე.
ოზურგეთის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, კი, რომელმა უწყებამაც, მსგავსი ტიპის რეგულაციები რეალობაში უნდა გაატაროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ნაცვლად-ერთმანეთს ლამის სცემენ.
როგორც რედაქციას დღეს აცნობეს, ამჯერად ურთიერთშეკამათება, რომელიც შემდეგ სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, თუმცა რამდენიმე თანამშრომლის ოსტატობის წყალობით, საქმე ფიზიკურ შეხლა შემოხლამდე არ მისულა, ინსპექციის უფროსს, ბატონ კიშინსკისა და ინსპექციის თანამშრომელ, ბესო მელუას შორის მოხდა.
ოზურგეთის საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, ბესარიონ მელუა ინსპექციაში ახლახანს დაინიშნა . ახალდანიშნულის უფროსთან კონფლიქტის მიზეზებზე წყარო არ საუბრობს.
თუმცა, მეორე წყარო, იგივე სამსახურიდან გვატყობინებს , რომ დაპირისპირება და შეხლა – შემოხლა იმდენაც “ფიცხელი” იყო, მხარეთა დაშორიშორება ინსპექციის კიდევ ერთ ახალ თანამშრომელს, ბიძინა გობრონიძეს მოუწია.
ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინსპექციას მას შემდეგ მიაშურა, რაც ავტოსადგომების (“სტაიანშიკების”) და მუნიციპალური ტრანსპორტის უფროსის თანამდებობა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანმა, გელა ჭანუყვაძემ “წაართვა”.
რედაქცია მომხდარში უკეთ გარკვევის მიზნით, ინცინდენტში მონაწილე მხარეებს ტელეფონოთ დაუკავშირდა, თუმცა არცერთმა მათგანმა, ჩვენს სატელეფონო ზარებს, არ უპასუხა.








