(კუბლაშვილი) მამობრივი შემწყნარებლობით ისევ იქნა მიღებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში და სინანულისთვის დროებით გაგზავნილ-იქნა კონკრეტულ მონასტერში,საიდანაც ჩვენთვის უცნობი გარემოებებით აღმოჩნდა ერში,სადაც იგი მის მიერვე მხილებულ დამნაშავეთა ჯგუფს შეუერთდა,ვითარცა “ძაღლი მიექცა ნათხევარსა თვისსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა.”(პეტრ.ll-22).მიუხედავად არა ერთი მოწოდებისა და შეგონებისა,მან დანაშაულს დანაშაული დაუმატა და ჩაერთო ცილისმწამებლურ და პროვოკაციულ კამპანიაში მმართველი მღვდელმთავრის და ეპარქიის წინააღმდეგ.მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდის ეპისკოპოსის წინააღმდეგ,რათა ჩრდილი მიაყენოს მას და შფოთი შეიტანოს მრევლში.
1.3 განჩინება
საეპარქიო სასამართლომ იმსჯელა და განიხილა საქმის ფაქტობრივი მტკიცებულებები და განაჩინა:
ბრალდებული მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში ( მოციქულთა მე-15;55-ე. IV მსოფ.18. VI.მსოფლ.34. ბასილი დიდის 64-ე. და სრულიად განიკვეთოს სამონაზვნო დასიდან,დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე და დაუბრუნდეს ერის სახელს – ნატალია კუბლაშვილი.აეკრძალოს სამონაზვნო შესამოსლით შემოსვა,აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.
მოცემული განჩინება ძალაში შედის მის ხელმოწერიდანვე და ეგზავნება სამდივნოს არქივს,” – წერია განჩინებაში.








