საჯარო მოხეელეების დაცვის მექანიზმი – “ოცნების“ მიერ სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულები ომბუდსმენის ინსტიტუტს ქმნიან.
მათი თქით, ეს იქნება საშუალება, რომ დაიცვან სხვების უფლებები, “ოცნებას“ კი არ მისცენ საშუალება ისევ რეპრესიები განახორციელოს იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მათი პოლიტიკის მხარდამჭერი არ არის.
საჯარო მოხელეებმა დაანონსეს, რომ ომბუდსმენის აპარატი მუშაობას ძალიან მალე დაიწყებს.
,,ერთი წელია, რაც საჯარო სამსახურები განიცდის ძალიან დიდი რეპრესიების წნეხს. უპრეცედენტო რაოდენობაა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რიცხვი. ვაფუძნებთ საჯარო მოხელის ომბუდსმენის ინსტიტუტს, გვექნება ცხელი ხაზი, რომელზეც ყველა საჯარო მოხელეს ექნება საშუალება დაგვიკავშირდეს ” – ამბობს ერთ-ერთი ინიციატორი.
საჯარო მოხელეების პროფკავშირების შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
ის სოლიდარობას უცხადებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებს და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ“, ამ მიდგომთაც, ქვეყანა საბჭოთა წარსულში დააბრუნა.
საჯარო მოხელეები ის ინსტიტუტია, რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოში, ანუ ის ნეიტრალური ბიუროკრატია, ობიექტური, რომელიც არ არის პოიტიზირებული, ერთი პარტიის მიერ მართული, ეს არის ის, რაც განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყანას, საბჭოთა ფორმის ქვეყნისგან. ჩვენ გადაგვიყვანეს საბჭოთა ფორმაზე და დღეს, საჯარო მოხელეები არიან ერთი პარტიის მიერ მართული, ან ჩუმად არიან და ან მონად არიან ქცეულნი, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლება მასიურად გასული წელის დეკემბრიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი სახალხო პროტესტს შეურთდნენ და “ოცნებისგან“ კონსიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ითხოვდნენ.








