ქალაქ ოზურგეთში წმინდა გიორგი ქუჩის მეორე შესახვევში (#4) მცხოვრები, 72 წლის ევგენი ხურციძე ხელისუფლებისგან რამდენიმე წელია დახნარებას ითხოვს.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მას მხოლოდ ნაწილობრივ დაეხმარა, რამაც მის წინაშე არსებული პორობლემა ვერ მოაგვარა:
„ხელისუფლებას მივმართე ბეგი სიორიძის დროს, განცხადება დაწერილი მქონდა, თუმცა პასუხი რომ ვერ მივიღე, მოვიკითხე და მითხრეს ბეგი არარაა, გაერთიანდა ორი მუნიციპალიტეტი და განცხადება ხელახლა უნდა დაწეროო,
დავწერე ხელახლა განცხადება, ორი წლის წინ, შემდეგ მივმართე არჩილ თალაკვაძეს, მოვიდა თალაკვაძე სახლში, გადაიღო სურათები და წავიდა, არავინ ყურადღება აღარ მომაქციე.
კოტემ გამომიგზავნა თუნუქი, მაგრამ ქილიშები და მასალა მიმაკლდა, არ ეყო, რადგან ორჯერ ინსულტი და ინფარქტი გადავიტანე, წამლების ფულიც კი არა მაქვს, პენსია წინასწარ გამოტანის გამო მექვითება, არ შემიძლია გადახურვა და ფაქტიურად მოხუცებული ღია ცის ქვეშ ვცხოვრობ“ – ყვება ბატონი ევგენი.
„უმორჩილესად ვთხოვ ხელისუფლებას, ჯანდაბას არ მინდა ქილიშების და ხეობის სრულყოფა, რაცაა ის დამიხურონ, 6 წელს ხო გაძლებს მაინც“ – ასე ამტავრებს თავის პრობლემაზე საუბარს ევგენი ხურციძე, რომელიც რედაქციას დღეს დილით ესტუმრა.
ევგენი ხურციძეს გონია, რომ ხელისუფლება იმიტომ არ ეხმარება რახან თვითონ რეპრესირებულის შვილია და დედა რუსი ეროვნების ყავდა – დაიბადა გადასახლებაში, ქალაქ ვლადივოსტოკში (ამჟამად რუსეთის ფედერაცია), სადაც მისი მამა გადაასახლეს მხოლოდ იმის გამო, რომ 1941-45 წლების ცნობილი საომარი მოქმედებების დროს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს.
რედაქციასთან დამატებით ერთი კითხვა აქვს ევგენის – სოციალურ დახმარებას ვღებულობ 50 ლარს და ხომ არ მომიხსნიან თქვენთან რომ ვიყავი იმიტომო? – მაგი თუ მომიხსნენ მოვკვდები შიმშილით – ამბობს ხურციძე.
“ორი პარასკევი მაქვს შვილო დარჩენილი და მიშველეთ რამე გთხოვთ” ამ სიტყვებით დაგვტოვა ბატონმა ევგენიმ.
ევგენი ხურციძემ სახალხო დამცველსაც მიმართა, თუმცა…..