გურიის მოამბე

იმედგაცრუებული თანამშრომლები ოზურგეთის მერს ემუქრებიან

ირა შალამბერიძე კულტურის განყოფილების უფროსად ამ დღეებში დაინიშნა

შალამბერიძე აქამდეც კულტურის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა და სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიულობითა და გემოვნებით, ეს კი ამ სამსახურში ფრიად საჭირო და დეფიციტური რამაა.

თუმცა, როგორც “გურიის მოამბეს” კარგად ინფორმირებული წყარო უყვება, ამ დანიშვნას შიდა წრეებში დიდი ვნებათაღელვა მოყვა.

საქმე იმაშია, რომ ვაკანტურ ადგილს ბევრი უმიზნებდა , მათ შორის ჯაბუა, კუჭუხიძე, მახარაძე , რომლებსაც მეტნაკლები მოლოდინი ჰქონდათ, რომ ამ პოსტზე დაინიშნებოდნენ და ახლა იმედგაცრუებული დარჩნენ. თუმცა იმედგაცრუება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ადგილი აქვს მერიის თანამშრომლის, ნინო გაბუნიას შემთხვევაში.

ქალბატონი, რომელიც ასევე ელოდა ამ პოსტის შეთავაზებას, როცა ეს არ მოხდა, გაბრაზდა და არც მეტი, არც ნაკლები, სამსახურიდან საერთოდ წავიდა.

ნინო გაბუნია აქამდე აუდიტის განყოფილების უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებდა, თუმცა ამ პოსტზე ნათია ტუღუშის დანიშვნის შემდეგ, მან არ მოისურვა ძველ ადგილზე , კანცელარიაში დაბრუნება და კულტურის განყოფილებას ,,დაადგა თვალი’’. საბოლოოდ კი გაბუნია სახლში მერის მისამართით დაუფარავი მუქარის თანხლებით წავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights