უკრაინა ომის ობლიგაციებს გამოუშვებს

უკრაინა ომის ობლიგაციების უშვებს და მოსახლეობას, ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებს მისი შეძენისკენ მოუწოდებს.

„რუსული ფედერაციის სამხედრო აგრესიის დროს, ფინანსთა სამინისტრო მოქალაქეებს, ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს სამთავრობო სამხედრო ობლიგაციების შეძენას, რითიც დაეხმარებიან უკრაინის ბიუჯეტს“, – წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომის ობლიგაციები წარმოადგენს ვალის აღების ერთგვარ ინსტრუმენტს, რომელსაც მთავრობები ომიანობისა და სამხედრო ოპერაციების დროს უშვებენ. შედეგად, მთავრობას საბრძოლო მოქმედებებისთვის ფინანსების მობილიზება შეუძლია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share